იტალიური ენის C1 და C2 დონის კურსები

რა ცოდნას მიიღებ იტალიური ენის C1-C2 დონის კურსების გავლის შემდეგ

 

 

იტალიური ენის C1 დონის კურსი

 

იტალიური ენის C1 დონის კურსი მიზნად ისახავს,  მსმენელს გადასცეს იტალიური ენის გამართული ცოდნა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ რთულ პროფესიებსა და სფეროებში მოღვაწეობის დროს, როგორებიცაა კომერციული, ბიზნეს,  თუ ადმინისტრაციული საქმიანობა.

კურსი შედგება ორი მოდულისაგან, ესენია:  ლინგვისტური და   კულტუროლოგიური და იძლევა, როგორც ლინგვისტურ, ისე მეტალინგვისტურ უნარ-ჩვევებს  (იტალიური ენის სემიოტიკური  და სტილისტური წესების, აგრეთვე კულტურული ასპექტების  ცოდნას).

 

C1 დონის ფლობის შემთხვევაში შეძლებ:

  • გაიგო და შეადგინო ისეთი სირთულის ტექსტები, როგორსაც ვხვდებით, მაგალითად, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურაში;
  • დეტალურად გაიგო გრძელი და რთული ტექსტების ფართო სპექტრი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარება გაუმკლავდე სოციალურ, პროფესიულ ან აკადემიურ საქმიანობაში წარმოქმნილ სირთულეებს.
  • დაინახო სტილისტური განსხვავებები და ადვილად ჩაწვდე თანამოსაუბრის, როგორც ექსპლიციტურ, ისე იმპლიციტურ ქცევებსა და აზრებს.
  • გაიგო არასტანდარტული ენით დაწერილი კორესპონდენცია, რადიო-ტელე გადაცემების ტექსტები მაშინაც კი, თუ ზოგი მათგანი ენის დადგენილ ნორმატივს სცდება;
  • თანამოსაუბრეებს შორის ურთიერთობისას მოახდინო რთული ნიუანსების იდენტიფიცირება.
  • დიდი ზომის რთული ტექსტების შეჯამებას და წერილობითი ტექსტების შედგენისას, საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობა და  ანალიზის გაკეთება.

—————————————————————————————————————-

 

იტალიური ენის C2 დონის კურს

იტალიური ენის C2 – ის დონის კურსი მიზნად ისახავს მსმენელისთვის იტალიური ენის სრულყოფილი ცოდნის გადაცემას.   ენის ამ დონეზეც კურსი შედგება ორი მოდულისაგან-ლინგვისტური და   კულტუროლოგიური. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი ფლობს, როგორც ლინგვისტურ, ისე მეტალინგვისტურ უნარ-ჩვევებს  (იტალიური ენის გრამატიკული და სტილისტური წესების, აგრეთვე კულტურული ასპექტების  ცოდნას).

 

C2 დონის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • ლინგვისტური ნიუანსების გაგებას;
  • გაიგო ფილმები, სატელევიზიო,  რადიო და სხვა სახის  ჩანაწერები, მაშინაც კი, როდესაც ისინი სავსეა იდიომატური, სასაუბრო და ჟარგონული გამონათქვამებით;
  • დაეუფლო იტალიური ენის ყველა ასპექტს (ფორმალური, არაფორმალური, ფამილიარული, ჟარგონი და სხვ.), რათა შეძლო, გაუმკლავდე რთულ საკომუნიკაციო სიტუაციებს, როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
  • წერილობითი ენის ყველა ფორმის, მათ შორის სამეცნიერო და ლიტერატურული ტექსტების, კრიტიკულად აღქმას და  სტილისტური კონოტაციებისა და იმპლიციტური მნიშვნელობების ათვისებას;
  • პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან ლიტერატურული საკითხების ნიუანსების გაგებას;

ნებისმიერ სფეროში  ბიუროკრატიული და ოფიციალური მიმოწერის წარმოებას და  არგუმენტირებულად დასაბუთებას;

 

კურსების ხანგრძლივობა და ფასები

  • იტალიური ენის C1-C2 – ის დონის კურსი – მეცადინეობა  კვირაში 2-ჯერ; სწავლების საფასური თვეში- 150 ლარი; კურსის ხანგრძლივობა – 4 თვე.
  • აკადემიური საათის ხანგრძლივობა კვირაში, დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

 

  • ენის კურსი იტალიელ პედაგოგთან (C1-C2 დონე) – მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ; სწავლების საფასურითვეში- 150 ლარი. კურსის ხანგრძლივობა 4 თვე.
  • აკადემიური საათის ხანგრძლივობა კვირაში, დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

 

  • იტალიური ენის C1-C2- ის დონის ინტენსიური კურსი – მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ; სწავლების საფასური თვეში- 195 ლარი. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.
  • აკადემიური საათის ხანგრძლივობა კვირაში, დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

 

იტალიური ენის C1-C2- ის დონის ინდივიდუალური კურსი – მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ;  სწავლების საფასური თვეში -210 ლარი. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელზე.

 

დარეგისტრირდი

 

გაზიარება: