კურსები

ჩაეწერე ჩვენს კურსებზე და შეისწავლე იტალიური ენა, თანამედროვე მულტიმედია საშუალებებით, საუკეთესო ქართველი და იტალიელი პედაგოგების დახმარებით ჩააბარე გამოცდა ,,დანტეს” საზოგადოებასთან არსებულ სასერტიფიკაციო ცენტრში და მოიპოვე იტალიური ენის კომპეტენციის ნებისმიერი დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი PLIDA. მაღალი საფეხურების PLIDA-ს სერტიფიკატის მეშვეობით შეგიძლია ჩაირიცხო იტალიის ნებისმიერ უნივერსიტეტში და იმუშავო იტალიური ენის მასწავლებლად ევროპის ნებისმიერ სასწავლებელში).

თუ ხარ ,,დანტეს” საზოგადოების წევრი, ან იტალიური ენის კურსების მსმენელი, საშუალება გაქვს:
დატკბე დაუვიწყარი მოგზაურობა-სწავლა-დასვენებით იტალიის სასწავლო ცენტრებში და საზაფხულო სკოლებში, გაიღრმავო ცოდნა იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში და მოიპოვო სხვადასხვა პროფილის სერტიფიკატები და დიპლომები!
ასაკისდა მიუხედავად ,,დანტეს” მუდმივი სწავლების ცენტრში მოიპოვო სტიპენდია და გაემგზავრო სასწავლებლად იტალიაში წლის ნებისმიერ თვეს 1, 2, 3, 4 და მეტ კვირიანი ენისა და კულტურის, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, აბიტურიენტების მოსამზადებელ კურსებზე, აგრეთვე მოიპოვო სათანადო სერტიფიკატები და დიპლომები ხელოვნების, არქიტექტურის, დიზაინის, ბიზნესის, ტურიზმის, კულინარიის და სხვა პროფილის კურსებზე რომის, ფლორენციის, ვენეციის და სხვა ქალაქების წამყვან სასწავლო ცენტრებში.
დისტანციური სწავლების მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, ,,დანტეს” საზოგადოებასთან არსებულ საგამოცდო ცენტრში მიიღო მსოფლიოში აღიარებული 23 იტალიური უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმ ICON-ის იტალიანისტის ბაკალავრის დიპლომი, სპეციალობით – იტალიური ენა და კულტურა.

ახლა ვეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩვენი კურსების შესახებ. ჩვენ მსმენელებს ვთავაზობთ იტალიური ენის შემსწავლელ შემდეგი სახის კურსებს:

1.იტალიური ენის საკომუნიკაციო კურსი – კვირაში 2-ჯერ – გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 სთ. – სწავლების საფასური – თვეში – 130 ლარი

2.იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი – კვირაში 2-ჯერ – გაკვეთილის ხანგრძლივობა-1:00 სთ.   – 1 ადამიანზე -სწავლების საფასური – თვეში – 210 ლარი

3.იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი – კვირაში 2- ჯერ – გაკვეთილის ხანგრძლივობა -1:00 სთ.  – 2 ადამიანზე -სწავლების საფასური (თითოეულისთვის) – თვეში -190 ლარი

ჩვენი კურსები

იტალიური ენის A1 და A2 დონის კურსები
იტალიური ენის B1 და B2 დონის კურსები
საკომუნიკაციო ენის კურსი იტალიელ პედაგოგთა
გაზიარება: