ხელოვნების სკოლა

„დანტეს“ ხელოვნების სკოლა წარმოადგენს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“
თბილისის კომიტეტთან არსებულ სახელოვნებო სასწავლებელს 4–დან 14 წლამდე
ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც, თავისი სპეციფიკით და სწავლების თანამედროვე
მეთოდებით, განსხვავდება საქართველოში არსებული სხვა ხელოვნების სკოლებისა
თუ სამხატვრო სტუდიებისაგან. სკოლის მიზანია ლიბერალურ გარემოში
მოზარდის როგორც ესთეტიური, ისე ინტელექტუალური აღზრდა და მისი
გემოვნების სწორად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

“დანტეს” ხელოვნების სკოლა გთავაზობთ შემდეგ
კურსებს:
მულტიდისციპლინარული კურსი ,,BOTTEGA ARTISTICA“ (ხატვა-ფერწერა,
პლასტელინით, თიხით ძერწვა, ხელოვნების ისტორია-მითოლოგია,
იტალიური ენის სახალისო კურსი)
პიროვნების განვითარების კურსი (არტ თერაპია) (ხატვა-ძერწვით
თერაპია, ქვიშით თერაპია,ზღაპრით თერაპია, კოლაჟის შექმნის მეთოდი,
მუსიკის თერაპია და სხვა)
ხატვა მოყვარულთათვის (ხატვის შესწავლა სხვადასხვა ტექნიკით);
ტექსტილის დიზაინისა და დეკორატიული ფერწერის შემსწავლელი
კურსი (აბრეშუმის მოხატვა (ბატიკა), დეკორატიული მხატვრობა და
სხვა).
მუსიკალური სტუდია (ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა)

ზემოთჩამოთვლილის გარდა, “დანტეს” ხელოვნების
სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს კომბინირებულ
პაკეტს, რაც მოიცავს შემდეგ დისციპლინებს:
• ხატვა
• ძერწვა
• ხელოვნების ისტორია +მითოლოგია
• იტალიური ენა

 

 

 

 

გაზიარება: