ხელოვნების სკოლა

დანტეს ხელოვნების სკოლა დანტე ალიგიერის საზოგადოების
თბილისის კომიტეტთან არსებული სახელოვნებო სასწავლებელია.  

ჩვენი სკოლის მისიაა მოზარდებმა ლინგვისტური და სახელოვნებო უნარების სინთეზითა და განვითარებით წარმატებით შეძლონ ორიენტირება კულტურის მრავალფეროვან სამყაროში.

დანტეს ხელოვნების სკოლაში სხვადასხვა თემატიკისა და შინაარსის მქონე კურსებია, რაც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ კომბინირებული პაკეტით, ან თითოეული დისციპლინა მოარგოთ თქვენი შვილების ინტერესებსა და სურვილებს, ესენია:

  • BOTTEGA ARTISTICA – ხატვა-ფერწერა, თიხით ძერწვა, ხელოვნების ისტორია და იტალიური ენის სახალისო კურსი;
  • არტთერაპია – ქვიშით თერაპია,ზღაპრით თერაპია, კოლაჟის შექმნის მეთოდი და სხვა;
  • მუსიკის თერაპია;
  • ხატვა მოყვარულთათვის (ხატვის შესწავლა სხვადასხვა ტექნიკით);
  • ძერწვა მოყვარულთათვის (პლასტელინით, თიხით ძერწვა);
  • ტექსტილის დიზაინი და დეკორატიული ფერწერა;
  • იტალიური ენის Juniores კურსი მოზარდებისთვის.

ჩვენ თითოეული აქტივობის შერჩევისას ვითვალისწინებთ ბავშვის ასაკს, უნარებსა და ინტერესებს, რათა მათთვის სამუშაო პროცესი იყოს  მიმზიდველი, მიიღონ სიამოვნება და მასში ხალისით იყვნენ ჩართული.  

აღსანიშნავია, რომ დანტეს სკოლის სახელოვნებო კლუბებში აქტიურადაა ჩართული იტალიური ენა და კულტურა.  როგორც საერთაშორისო ქსელის კულტურის ინსტიტუტს, დანტეს წევრებსა და მოსწავლეებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში შეისწავლონ იტალიური ენა და ხელოვნების სხვადასხვა დისციპლინები; აგრეთვე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ  მასშტაბურ ღონისძიებებსა და კონკურსებში, რომელთა მხარდამჭერი ხშირად იტალიის საელჩო და რომის სათავო ოფისი გახლავთ.

 

 

 

 

გაზიარება: