იტალიური ენის B1 და B2 დონის კურსები

რა ცოდნას მიიღებ იტალიური ენის B1-B2 დონის კურსების გავლის შემდეგ

 

იტალიური ენის კურსი  B1  დონის კურსი

  • B1 დონე – ზე მიიღებთ ცოდნას ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორებიცაა, ოჯახი, სკოლა, თავისუფალი დრო და ა.შ.

    B1 დონის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

    • იტალიურენოვან ქვეყნებში მოგზაურობის დროს, სხვადასხვა სიტუაციებში თავისუფლად გარკვევას და ორიენტირებას;
    • მარტივი ტექსტების შედგენას, რომლებიც ეხება ახლობლებს ან პირად ინტერესებს;
    • გამოცდილებისა და მოვლენების, ოცნებების, იმედებისა და ამბიციების გადმოცემას;
    • საკუთარ გეგმებზე საუბარს და მოსაზრებების მოკლედ ჩამოყალიბებას;
    • ყოველდღიური გამონათქვამებისა და სასაუბრო ფრაზების გამოყენებას;
    • ენის კომუნიკაციური ფუნქციების ცოდნის ამაღლებას და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
    • იტალიურენოვან მოსაუბრესთან მარტივად და სწრაფად კომუნიკაციას;

     

    იტალიური ენის კურსი  B2  დონის კურსი

    იტალიური ენის  B2 დონის კურსი გულისხმობს რთული ტექსტების ძირითადი არსის გადმოცემას, როგორც კონკრეტულ, ისე აბსტრაქტულ თემებზე.

    B2 დონის კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

    • სხვადასხვა პროფესიულ თემებზე დისკუსიებში მონაწილეობას;
    • ამა თუ იმ თემატიკაზე მკაფიო ტექსტების შედგენას და საკუთარი შეხედულებების ახსნას;
    • იტალიურენოვან თანამოსაუბრესთან ბუნებრივად და ძალისხმევის გარეშე კომუნიკაციას.
    • შექმნა მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დეტალურად აღწერილი ტექსტი ფართო სპექტრის თემებზე და იმსჯელო დამაჯერებლად ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.
    • ფლობ იტალიური ენის ყველა ძირითადი გრამატიკული ასპექტის ცოდნას

    კურსების ხანგრძლივობა და ფასები

     

    • იტალიური ენის B1-B2 -ის დონის ჯგუფური ზოგადი კურსი – მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ; სწავლების საფასური თვეში – 140 ლარი; კურსის ხანგრძლივობა -4 თვე.
    • აკადემიური საათის ხანგრძლივობა კვირაში, დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

     

    • ენის ჯგუფური კურსი იტალიელ პედაგოგთან (B1-B2 დონე) – მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ; სწავლების საფასური თვეში- 160 ლარი. კურსის ხანგრძლივობა 4 თვე.
    • აკადემიური საათის ხანგრძლივობა კვირაში, დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

     

    • იტალიური ენის B1-B2 – ის დონის ჯგუფური ინტენსიური კურსი – მეცადინეობა კვირაში 3-ჯერ; სწავლების საფასური თვეში -210 ლარი. კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე.
    • აკადემიური საათის ხანგრძლივობა კვირაში, დამოკიდებულია მსმენელთა რაოდენობაზე.

     

    • იტალიური ენის B1-B2 -ის დონის ინდივიდუალური კურსი – მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ;  სწავლების საფასური თვეში- 270 ლარი. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელზე.

     

    იტალიური ენის B1-B2 -ის დონის ინდივიდუალური კურსი იტალიელ პედაგოგთან – მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ;  სწავლების საფასური თვეში- 290 ლარი. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელზე.

 

 

დარეგისტრირდი

გაზიარება: