Blog

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის კვირეული

 თბილისში 2020 წლის 26-დან 29 თებერვლის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს რესპუბლიკის ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით, მოეწყობა ღონისძიება “Tbilisi Arch Archive”, პირველი არქიტექტურის კვირეული თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი არქიტექტორები. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სემინარები და ვორკშოპები ქართველი არქიტექტორებისა და სტუდენტი- ახალგაზრდობის თანამონაწილეობით.

თბილისის  პირველ არქიტექტურის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საუკეთესო 20 უნივერსიტეტის რეიტინგში შესული უნივერსიტეტის   ცნობილი იტალიის Politecnico di Milano- შემდეგი წამყვანი პროფესორები: ნორა ლომბარდინი, სტეფანო კაპოლონგო, ელენა ფიორეტო, ანდრეა რებეკი და რობერტო ნოჩერონი.

ღონისძიება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის დიალოგის განვითარებას და საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. თემატური საკითხების გამა, რომლებიც კვირეულის ფარგლებში იქნება განხილული,  ძალზეც ვრცელია, რომელთა შორის აღსანიშნავია  კულტურული მემკვიდრეობის ახალი პერსპექტივები, ურბანული განვითარების მდგრადობა, ურბანული ჯანმრთელობა, საავადმყოფოების არქიტექტურული დაპროექტების თანამედროვე ხედვები და სხვა.

თბილისის პირველი არქიტექტურის  კვირეული ასევე უმასპინძლებს რამოდენიმე ესპანელ არქიტექტორს, რომლებიც შეხვდებიან იტალიელ და ქართველ პროფესორებს და მოახდენენ ბარსელონას 2020 წლის არქიტექტურის შეხვედრების შესახებ პრეზენტაციას.

ღონისძიება ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის პატრონაჟით და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, აგრეთვე ევროკომისიის ერასმუს + პროგრამის მხარდაჭერით.

პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო სემინარები და ვორკშოპები გაიმართება არქიტექტურის ფაკულტეტსა და (IDS) დიზაინის საერთაშორისო სკოლაში.

ღონისძიების ოფიციალურ პარტნიორებს შორისაა დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, რომელიც 2020 წლის 29 თებერვალს, საღამოს 15:00 საათზე, მის მთავარ ოფისში უმასპინძლებს ცნობილი იტალიელი არქიტექტორების ჯგუფს.

გაზიარება:

Leave a Reply