შეგიძლია გახდე დანტე ალიგიერის საზოგადოების ახალგაზრდა ელჩი, თუ უკვე ფლობ (2023-2026 წლების პერიოდში გაცემულ) იტალიური ენის ცოდნის B1 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს – PLIDA, ან დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის B2 დონის კურსის ატესტატს!!!
ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისი, 2026 წელს უკვე მესამედ, გამოჰყოფს სტიპენდიებს დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის საზღვარგარეთის კომიტეტების სასარგებლოდ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, კომიტეტების წევრებსა და სტუდენტებს, აძლევს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს გამოცდილების მიღება და გაზიარება, რაც დაფუძნებულია იტალიური ენის, კულტურისა და ცხოვრების წესის სიღრმისეულ შესწავლაზე. პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ დანტე ალიგიერის საზოგადოების საქმიანობას, მის სტრუქტურასა და მისიას, რათა შეძენილი გამოცდილებით თავიანთ ქვეყნებში იმოქმედონ როგორც ,,დანტეს“ ახალგაზრდა ელჩებმა.
კონკურსის წარმატებულ კანდიდატებს, დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ გამოყოფილი დაფინანსების (სტიპენდიის) წყალობით, შესაძლებლობა ექნებათ, 2026 წლის 16-დან 27 ნოემბრამდე, რომის იტალიურ სკოლაში მოსამზადებელ კურსზე გაიარონ სწავლა.
ვინაიდან,, დანტეს“ საერთაშორისო ქსელის ოფიციალურად აღიარებულ საზღვარგარეთის კომიტეტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსით მითითებულ მოთხოვნებს, უფლება აქვთ, შეარჩიონ ახალგაზრდებს შორის კანდიდატები, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსაც აქვს შესაძლებლობა წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ამ საპატიო წოდების მოსაპოვებლად.
შესაბამისად, დაინტერსებულმა პირებმა საკონკურსო განაცხადი და ქვემოთ მითითებული დოკუმენტაციის ნუსხა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 26 სექტემბრისა.
დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
t.mamasakhlisi@dantetbilisi.ge
nina.tsertsvadze@yahoo.it
განცხადების განხილვისას უპირატესობა ენიჭებათ იტალიის მოქალაქეობის არმქონე პირებს.
თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტი აუცილებელ მოთხოვნათა გადამოწმების შედეგად, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში შეარჩევს კანდიდატს, მოიწვევს მას გასაუბრებისა და სააპლიკაციო ფორმების შესავსებად, დანტე ალიგიერის საზოგადოების ქ. რომის სათაო ოფისში გაგზავნის მიზნით.
კონკურსის წესდების თანახმად, თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტის გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქის (კანდიდატის) მიერ დამოუკიდებლად წარდგენილი განცხადება არ მიიღება.
საკონკურსო პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დანტე ალიგიერის საზოგადოების ოფიციალურ ონლაინ პლატფორმაზე და ფლობენ ამ საზოგადოების საწევრო ბარათს.
ასევე, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნის B1 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს ფლობა, რომლის მიღებაც მოხდა 2023-2026 წლების პერიოდში, ან ალტერნატივის სახით, გათვალისწინებულია „დანტეს“ თბილისის კომიტეტის მიერ გაცემული იტალიური ენის B2 დონის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივნისი.
