ღონისძიებები

eventi

,,მაკარონის ხელნაკეთობები“ – III გამოცემა

იტალიური სამზარეულოს მე-6 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 2021 წლის 22-28 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ გთავაზობთ შემოქმედებითი კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-3 გამოცემას. გამოფენა-კონკურსის პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, 2020 წლის მეორე გამოცემაში, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურად ჩატარდა, 61 ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა. წელს მესამედ ვატარებთ კონკურსს, რომელიც კრეატიულობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის …

გაზიარება:

გამოფენა-კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები” – “Opere di Pasta”

იტალიური სამზარეულოს მე-5 მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით 2020 წლის 23 -29 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებას (შემოქმედებით კონკურსს) ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-2 გამოცემას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის…

გაზიარება:

მსოფლიოში იტალიური ენის XX კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით: ,,ჯანი როდარი- ლექსები, მოთხრობები და ილუსტრაციები“

წელს იტალიური ენის XX მსოფლიო კვირეულის თემაა “იტალიური ენა სიტყვასა  და გამოსახულებას შორის – წარწერები, ილუსტრაციები და კომიქსები”. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ყველასთვის განსაკუთრებულ ღონისძიებაზე სახელწოდებით   ,,ჯანი როდარი- ლექსები და ილუსტრაციები“. ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის, ჯანი როდარის  მშვენიერი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები არაერთხელ გამხდარან…

გაზიარება:

ფლეშმობი დანტეს დღე ერთად აღვნიშნოთ დიდი პოეტის დაბადების დღე და გამოვხატოთ იტალიისადმი ჩვენი სიყვარული პაოლოსა და ფრანჩესკას სიტყვებით

ფლეშმობი#დანტესდღე#მევრჩებისახლშიდანტესწასაკითხად#მემიყვარსიტალიურიკულტურა#ჩვენგვიყვარსიტალია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ რომის სათავო ოფისი იწყებს საერთაშორისო კამპანიას, ე. წ. ფლეშმობს, რომელიც ეძღვნება უზენაესი იტალიელი პოეტის შემოქმედების გვირგვინის, უკვდავი პოემის- ,,ღვთაებრივი კომედიის“- წაკითხვას. რატომ? 2020 წელს, პირველად, მრავალსაუკუნოვანი სამეცნიერო კვლევებისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორის გამართული მრავალრიცხოვანი დებატების შემდეგ, იტალიის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა უზენაესი იტალიელი პოეტის, დანტე…

გაზიარება:

გამოფენა-კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები”

18-24 ნოემბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის IV საერთაშორისო კვირეულს“.კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ წელს პირველად ატარებს გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით – ,,მაკარონის ხელნაკეთობები“.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებს ვთავაზობთ წარმოადგინონ კრეატიული ნამუშევრები,…

გაზიარება:

იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეული – სევილიელი დალაქი

21-27 ოქტომბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეულს“, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა სცენაზე“. კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ თოჯინების ოპერის თეატრის -„მცირე პწკალა“ – სპექტაკლს ,,სევილიელი დალაქი“. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ქართულენოვანი ტექსტი, რომელსაც წამყვანი იყენებს…

გაზიარება: