ახალი ამბები

Dantedì 2024

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მართავს დიდი იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებას,  “Dantedì 2024“, რომელიც პოეტის დაბადების თარიღის ოფიციალურად დაწესების შემდეგ, კერძოდ,  2020 წლიდან მოყოლებული, აღინიშნება 25 მარტს, მთელ მსოფლიოში. წელს, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი დიდი პოეტის დაბადების დღეს საზეიმოდ აღნიშნავს ცნობილ ქართველ…

გაზიარება:

გიყვარს იტალია და გსურს დაეუფლო იტალიურ ენას სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ?

გიყვარს იტალია და გსურს დაეუფლო იტალიურ ენას სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ? ჩვენ გვაქვს იდეალური შემოთავაზება შენთვის! დარეგისტრირდი იტალიური ენის ჰიბრიდულ ინტენსიურ კურსზე, დაესწარი გაკვეთილს ჯგუფთან ერთად ან ჩაერთე გაკვეთილზე ონლაინ სახლიდან, სამსახურიდან ან თუნდაც ტრანსპორტში ყოფნისას, ნებისმიერი ციფრული მოწყობილობის საშუალებით. ეს არის შენზე მორგებული სწავლების ფორმატი და…

გაზიარება:

საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილის, ფაბიოლა ალბანეზეს ვიზიტი დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში

საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე, ფაბიოლა ალბანეზე, პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ ჩვენებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ახალ სასწავლო ცენტრს ეწვია და პუპი ავატის ფილმის, „დანტეს“ კინოჩვენების პრეზენტაცია გააკეთა. ამავე სასწავლო ცენტრშია წარმოდგენილი აგრეთვე იტალიური ენისა და კულტურის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ნინო ცერცვაძე. ფილმის პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღო…

გაზიარება:

ნინო სურგულაძის ვიზიტი დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში

დღეს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ,,დანტეს კაბინეტში“ ეწვია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე,  იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, რომელიც მას 2015 წელს იტალიის პრეზიდენტის განკარგულებით, დამსახურების დიპლომთან ერთად მიენიჭა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ დიდი სიხარულით უმასპინძლა მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს და…

გაზიარება:

,,მაკარონის ხელნაკეთობები” – “Opere di Pasta”-2023 – იტალიური სამზარეულოს მე-8 მსოფლიო კვირეული

წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე V გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VIII მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 13-დან 19 ნოემბერის ჩათვლით. აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა ოთხმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის საფუძველზეც შეიქმნა…

გაზიარება:

“Beatrice”

25 ოქტომბერს, 18:00-ზე, რომში, ფლორენციის სასახლეში გაიმართება კონფერენცია და მულტიმედიური ალბომის – „ბეატრიჩე“- წარდგინება. ღონისძიება გაიმართება იტალიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ღონძიებას დაესწრებიან ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან და კონსტანტინე სურგულაძე, საქართველოს ელჩი იტალიაში. შემოქმედებით გუნდს უმასპინძლებენ ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის…

გაზიარება:

მსოფლიოში იტალიური ენის XXIII კვირეული (SLIM 2023) – „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“

იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის XXIII გამოცემის (2023 წლის 16-22 ოქტომბერი)  თემაა “იტალიური ენა და გარემოს დაცვა”, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება და დედამიწის ენერგორესურსებზე ზრუნვის პოპულარიზაცია იტალიური ენის  მეშვეობით. წელს დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისი აღნიშნულ თემას უერთდება პროექტით, რომლის სახელწოდებაა „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“, რაც…

გაზიარება:

„დანტეს დღე“ 2023

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების  წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ,,დანტეს დღეს“. ზემოხსენებული საზეიმო ღონისძიება უკვე 120 წელზე მეტია აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის მქონე კულტურული ასოციაციის- დანტე ალიგიერის საზოგადოების- საქმიანობის წლის შემაჯამებელ მნიშვნელოვან მოვლენას. წელს თბილისის…

გაზიარება:

ნინო ცერცვაძეს დანტე ალიგიერის საზოგადოების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა

პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე…

გაზიარება: