დანტე ალიგიერი

dante alighieri

ნინო სურგულაძის ვიზიტი დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში

დღეს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ,,დანტეს კაბინეტში“ ეწვია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე,  იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, რომელიც მას 2015 წელს იტალიის პრეზიდენტის განკარგულებით, დამსახურების დიპლომთან ერთად მიენიჭა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ დიდი სიხარულით უმასპინძლა მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს და…

გაზიარება:

ნინო ცერცვაძეს დანტე ალიგიერის საზოგადოების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა

პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე…

გაზიარება:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური”

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2021 წლის 27-28 ოქტომბერს გამართავს დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი  მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,დანტეს შემოქმედება როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური” ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: სამეცნიერო ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს მსოფლიოს კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში გენიალური…

გაზიარება:

თბილისის ,,დანტეს” კომიტეტი შეირჩა პარმის უნივერსიტეტის ტრენინგ-კურსისთვის (PIFY), რომელიც იტალიური ენის პედაგოგების პროფესიული გადამზადების მიზნით ტარდება

თბილისის კომიტეტი შეირჩა დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – პარმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იტალიური ენის (L2, LS) პედაგოგების პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის. მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ონლაინ რეჟიმში მიმდინარე კურსი უფრო მეტად აძლიერებს ჩვენი კომიტეტის როლს და გვთავაზობს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. კურსი არის საწყისი ეტაპი ერთწლიანი მოსამზადებელი პროგრამისა…

გაზიარება: