იტალიური სამზარეულოს მე-5 მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით
2020 წლის 23 -29 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებას (შემოქმედებით კონკურსს) ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-2 გამოცემას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იტალიური ენისა და კულტურის ყველა მოყვარულს, „დანტეს“ ხელოვნებისა და სხვა სკოლების მოსწავლეებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, აგრეთვე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლებს, ვთავაზობთ წარმოადგინონ კრეატიული ნამუშევრები, რომლებშიც ძირითად მასალად გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ უმი პასტა (მაკარონი, ვერმიშელი და სხვა მისთ.).
კონკურსი ატარებს არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ შემეცნებით- საგანმანათლებლო ხასიათს, რადგანაც მიზნად ისახავს იტალიის რეგიონების მიხედვით მაკარონის განსხვავებული სახეობის გაცნობასა და პოპულარიზაციას.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების ფოტოები შევა ონლაინ კატალოგში, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ ,,ციფრულ გალერეაში“.
პრიზების ჩამონათვალი (რომელთა შესახებ კონკურსის მსვლელობისას მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციებს!):
გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
-,, დანტე ალიგიერის საზოგადოების“ იტალიური ენის 2 თვიანი კურსი;
– ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“-“Bottega d’Arte”-ს (ხატვა- ფერწერის, ძერწვისა და დაწყებითი იტალიური ენის) 2 თვიანი კურსი.
სხვა პრიზებს გასცემენ სპონსორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ღონისძიებაში.
21 ნოემბერს ყველა ნამუშავარი გამოფენილ იქნება საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის 6), სადაც გაიმართება გამოფენის წინა შესარჩევი ტური, რომლის მსვლელობისას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 15 საუკეთესო ნამუშევარს. იმ შემთხვევაში, თუ Covid ვითარების გამო გამოფენაზე დასწრება იქნება შეუძლებელი, მოხდება გამოფენის ონლაინ ტრანსლაცია.
კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება საპატიო სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით იტალიური სამზარეულოს მსოფლიო V კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
2019 წელს გამართული ღონისძიებისადმი მიძღვნილი გამოფენის ბმული შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: LINK
პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესაძლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ღონისძიების ფორმატის შესახებ სიახლეები გამოქვეყნდება ამ გვერდზე
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
-გადაუღეთ ფოტო სმარტფონით თქვენს ნამუშევარს
-გამოგვიგზავნეთ ჩვენს ოფიციალურ მეილ მისამართზე italsimpatia@gmail.com
-გამოგვიგზავნეთ ნამუშევრის ფოტო, თქვენი სახელი და გვარი
-ელექტრონულად ნამუშევრის ფოტოს გაგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 18 ნოემბრის 20:00 სთ. ხოლო ნამუშევრების ორიგინალები უნდა მოიტანოთ, ზემოხსენებული ვადის ამოწურვამდე, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ ოფისში (მის: თბილისი,კალისტრატე ქუთათელაძის 6).
ღონისძიების სპონსორებთან დაკავშირებულ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გვერდზე
ore 18:00