დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო დღე -2025: კულტურულ- საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და საქართველოში იტალიის აკრედიტებული საელჩოს პატრონაჟით, საზეიმოდ აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო დღეს, რომლის 2025 წლის თემაა კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის. ეს არის დანტე ალიგიერის საზოგადოების ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც აღნიშნული საზოგადოების საერთაშორისო ქსელი უძღვნის მრავალფეროვან ღონისძიებებს და, რაც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციის წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის წარმოჩენას. უკვე 120 წელზე მეტია, რაც დანტე ალიგიერის საზოგადოება მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებას ემსახურება.
ღონისძიება მიზნად ისახავს დანტე ალიგიერის საზოგადოება თბილისის კომიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ნაყოფიერი შედეგების ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენას. საუბარი იქნება იმ ერთობლივ საქმიანობასა და პროექტებზე, რაც ხელს უწყობს იტალიასა და საქართველოს შორის კულტურულ, აკადემიურ და ინტერნაციონალიზაციის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიების მსვლელობისას მოხდება 2024-2025 სასწავლო წლის საერთაშორისო პროექტის დახურვა, რომლის სახელწოდებაა “დანტეს” დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინარული სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“. აღნიშნული საერთაშორისო პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაფინანსდა დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ და მისი ოფიციალური პარტნიორია იტალიის აკრედიტებული საელჩო საქართველოში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ და პროექტის მონაწილე სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში იტალიური ენის ADA-ს ატესტატებსა და PLIDA-საერთაშორისო სერტიფიკატებს გადასცემენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი-აკადემიკოსი, პროფესორი დავით გურგენიძე, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში, პროფესორი ალესანდრო სალაკონე და დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ცერცვაძე.
ღონისძიების საპატიო სტუმარი, ცნობილი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე ისაუბრებს იტალიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და PLIDA-ს საერთასორისო სერტიფიკატის როლზე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და იტალიური ინსტიტუციების თვალსაჩინო წარმომადგენლები, მათ შორის:
- სტუმარი დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისიდან, მსოფლიოში იტალიური სკოლების გაერთიანების ADASIM-ის გენერალური დირექტორი, პროფესორი ემილიო ლოცი
- იტალიური სკოლა ცისკარის დირექტორი, მაია ლაგვილავა
- ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ITALS-ის ლაბორატორიის ექსპერტი ტრენერი და ურბინოს უნივერისტეტის კომუნიკაციის მეცნიერებათა, ჰუმანიტარული და საერთაშორისო კვლევების კათედრის ასოცირებული პროფესორი, ჯუზეპე მაუჯერი
- სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები
ღონისძიება მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ტარდება იტალიის საგარეო საქმეთა საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თანამშრომლობის ეგიდით
დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო დღის თბილისში საზეიმოდ აღნიშვნა წარმოადგენს სიმბოლური მნიშვნელობის მომენტს და კონკრეტულ შესაძლებლობას იტალიასა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცებისთვის, რაც ხორციელდება ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის, ფასეულობების გაზიარებისა და აკადემიური თანამშრომლობის გზით.
—————-
თარიღი: 2025 წლის 10 ივნისი
დრო: 18:00 სთ
ადგილმდებარეობა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, გიორგი ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზი, მერაბ კოსტავას ქუჩა 77, თბილისი