Blog

დანტეს კურსდამთავრებულები

დანტე ალიგიერის საზოგადოების სტიპენდიანტი, თამარ სამხარაძე ფლოერენციის სკოლიდან გიამობობთ დანტე ალიგიერის თბილისის კომიტეტზე, მოპოვებულ სტიპენდიაზე და იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად დაგეგმილი სწორი ნაბიჯები აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე!
თამარ სამხარაძე:

,,ზუსტად ორი წლის წინ მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ოცნების ადგილი რეალობაში იყო, ასე რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში მივედი და ენის შესწავლის რთული, მაგრამ სასიამოვნო გზის გავლა დავიწყე. ზუსტად წელიწადნახევარში B2 დონემდე მივაღწიე, თუმცა ჩემი კომპლექსის გამო, რომ შეცდომებს დავუშვებდი, იტალიურად საუბრის დაწყების შიში და სირცხვილი თან დამყვებოდა. სწორედ ამ პერიოდში შეგვატყობინეს, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისი საზოგადოების წევრებისთვის სტიპენდიას აცხადებდა. შემოთავაზება დიდებული ჩანდა, იტალიაში არსებული დანტეს სკოლებიდან სასურველში სწავლის დაფინანსება და სტიპენდია სამგზავრო-საცხოვრებელი და სხვა ხარჯებისთვის.
შემოთავაზებით ძალიან დავიტერესდი და განაცხადი შევავსე, თუმცა გამოგიტყდებით, რომ არ მეგონა თუ რაიმე შანსი მქონდა, თუმცა სულ ტყუილად… ერთ საღამოს დანტედან დამირეკეს და მაცნობეს რომ გავიმარჯვე, აი, ასე უბრალოდ გავხდი სტიპენდიატი.

არც ახლა ვიცი როგორ შევძლო ამ ყველაფრის აღქმა: ახლა, როცა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ვიძინებ და ვიღვიძებ; ახლა, როცა ჩემი თვალით ვხედავ რენესანსის დასაწყის და დასასრულს; ახლა, როცა დანტე და მიქელანჯელო ქალაქის ყოველი კუნჭულიდან იქცევენ ჩემს ყურადღებას; ახლა, როცა ლექციები ბერნანდინიო პოჩეტის, ჯოვანი ბალდუჩის და ჯოვანი ბატისტა ნალდინის მიერ მოხატული კედლებით გარშემოტყმულს მიტარდება, ახლაც არ ვიცი მძინავს თუ ეს ყველაფერი რეალურია.
ლექციებიდან გამოსული მუზეუმების უსასრულო სიიდან ერთ-ერთში მივდივარ ხოლმე, უსასრულოდ დ ავდივარ ქალაქის ქუჩებში და რაც ყველაზე მთვარი და სასიამოვნოა ყოველდღე ვგრძნობ როგორ უმჯობესდება ჩემი იტალიურად მეტყველება და ეს სრაფი შედეგი უფრო და უფრო მაბედნიერებს.
ამ ყველაფერს ვერასდროს ვერ ვიგრძნობდი, რომ არა ჩემი იტალიურის მასწავლებლები, რომ არა დანტე ალიგიერის საზოგადოება და მისი თბილისის კომიტეტი, რომელმაც ამხელა ბედნიერება მაჩუქა”.
გაზიარება: