Blog

იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ენრიკო ვალვო, სტუმრად ეწვია დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს

17 თებერვალს „დანტე ალიგიერის საზოგადოების – თბილისის კომიტეტს“ სტუმრად ეწვია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ენრიკო ვალვო.

„დანტე ალიგიერის საზოგადოების – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნინო ცერცვაძემ მის აღმატებულებას წარუდგინა რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოში იტალიური ენის სწავლების პერსპექტივებისა და იტალიური კულტურის გავრცელების მიზნით „დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და იტალიის საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას.


საღამოს მსვლელობისას იტალიის ელჩს შეხვდნენ თბილისის „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თანამშრომლები, იტალიური ენის კურსების მასწავლებლები და მსმენელები, რომელთაც ბატონმა ენრიკო ვალვომ საზეიმო ვითარებაში გადასცა იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი ADA – ს ატესტატები და PLIDA – ს საერთაშორისო სერთიფიკატები.


შეხვედრა გაიხსნა იტალიისა და საქართველოს ჰიმნების ცოცხალი შესრულებით და გაგრძელდა შესანიშნავი ქართული ღვინოებისა და კანაპეების დაგემოვნებით, რომლის მსვლელობისას თბილისის ,,დანტეს“ ენის კურსების მსმენელებმა ფორტეპიანოს აკომპანიმენტის თანხლებით შეასრულეს იტალიური კლასიკური საოპერო მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები.


„დანტე ალიგიერის საზოგადოება -თბილისის კომიტეტი“ სარგებლობს შემთხვევით და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება, ენრიკო ვალვოს უსურვებს საქართველოში მისი დიპლომატიური მისიის ფარგლებში დიდ წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას.

 

გაზიარება: