Blog

შეხვედრა ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

„დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი“ გიწვევთ  შეხვედრაზე ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  წარმომადგენელთან, რობერტა ბინთან.

რობერტა

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება „Famiglia d’Italia”-ს ყოველთვიურ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში სამშაბათს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე,  დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში.

ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებამ მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისა და როგორც ადმინისტრაციული, ისე  აკადემიური პერსონალის მობილობის შესახებ. აგრეთვე,  გაცვლით პროგრამებში ჩართვის გამარტივებულ პროცედურასა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებისა და  ინიციატივების თაობაზე.

 ამასთან, შეხვედრაზე დიდი ადგილი დაეთმობა საუბარს თბილისის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს  უნივერსიტეტს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

საღამოს სასიამოვნო ელფერს მისცემს  ქალაქ ვენეციის- როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ხედებისა და სხვა ისტორიულ-კულტურული ასპექტების მულტიმედიური ნაზავი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა სასურველია, თქვენი თანხმობა დააფიქსიროთ შემდეგი ბმულის მეშვეობით:

https://www.facebook.com/events/175494609531518/?acontext=%7B%22ref%22%3A%2222%22%2C%22action_history%22%3A%22null%22%7D&pnref=story

FAMIGLIA-DITALIA-ROBERTA-BIN-RETT

გაზიარება: