ჩვენს შესახებ – ისტორია

დანტე ალიგიერის საზოგადოება – იტალიის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციის საერთაშორისო ქსელი

დანტე ალიგიერის საზოგადოება (SOCIETA` DANTE ALIGHIERI) გახლავთ მსოფლიოში კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილიიტალიური  ასოციაცია. დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისი მდებარეობს იტალიაში, ქ. რომში, ცნობილ ფლორენციის სასახლეში. ის მთელ მსოფლიოში იტალიის სახელმწიფოს მოქმედი ოფიციალური და აკრედიტებული კულტურის ინსტიტუტია და დედამიწის ხუთი კონტინენტის 80 ქვეყანაში, საკუთარი საერთაშორისო ქსელითაა წარმოდგენილი.  დანტე ალიგიერის საზოგადოების საზღვარგარეთის კომიტეტების რიცხვი 401-ს აღწევს.

დანტე ალიგიერის საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიზანია მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის დაცვა და გავრცელება. მისი მიზნების მისაღწევად, დანტე ალიგიერის საზოგადოება საზღვარგარეთ მოქმედი კომიტეტების მეშვეობით აფუძნებს და აფინანსებს სკოლებს, ბიბლიოთეკებს, კლუბებსა და კურსებს, ავრცელებს იტალიურ ენასა და კულტურას, წიგნებსა და პუბლიკაციებს.  ხელს უწყობს კონფერენციების, შემეცნებითი ექსკურსიების,  მხატვრული და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებას. საზოგადოება გასცემს თავისი სახელობის სასწავლო სტიპენდიებსა და ჯილდოებს.

დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი დაარსდა 2006 წლის 21 ნოემბერს. ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ კულტურული ხიდი საქართველოსა და იტალიას შორის. რომის სათავო ოფისის, იტალიის საელჩოსა და ადგილობრივი სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების დამხარებით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის მყარდება ეფექტური კავშირები ენობრივ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

  • იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში
  • იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების შეთავაზება სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელთათვის
  • იტალიიის საგანმანათლებლო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით სწავლის გაგრძელების მსურველთა ლინგვისტური მომზადება
  • ,,PLIDA” – ს (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri)  საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად ოფიციალურად აღიარებულ  ცენტრში საგამოცდო  სესიების რეგულარულად მოწყობა
  • მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში მოწყობილ კონფერენციებში, ვორქშოპებსა და  სემინარებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა
  • კულტურული ღონისძიებების, საჯარო ლექციების, ლიტერატურული კონკურსების, შემეცნებითი ექსკურსიების, სხვადასხვა სახის გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენების მოწყობა
  • სასწავლო სტიპენდიების, პრემიებისა და ჯილდოების მინიჭება

 

გაზიარება: