Blog

“დანტეს” ახალგაზრდა ელჩი

ისტორიაში პირველად, დანტე ალიგიერის საზოგადოება ,,დანტეს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს

 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

 

განცხადების განხილვისას უპირატესობა ენიჭებათ იტალიის მოქალაქეობის არმქონე პირებს.

დანტე ალიგიერის საზოგადოება 2024 წლის ფარგლებში გამოჰყოფს სტიპენდიებს დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის საზღვარგარეთის კომიტეტების სასარგებლოდ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, კომიტეტების წევრებსა და სტუდენტებს, აძლევს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს გამოცდილების მიღება და გაზიარება, რაც დაფუძნებულია იტალიური ენის, კულტურისა და ცხოვრების წესის სიღრმისეულ შესწავლაზე. პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ  დანტე ალიგიერის საზოგადოების საქმიანობას,  მის სტრუქტურასა და მისიას, რათა შეძენილი გამოცდილებით თავიანთ ქვეყნებში იმოქმედონ როგორც ,,დანტეს“ ახალგაზრდა ელჩებმა.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ,  დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ გამოყოფილი დაფინანსების (სტიპენდიის) მეშვეობით  2024 წლის სექტემბერში გაიარონ  მოსამზადებელი კურსი დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისთან არსებულ ქ. რომის იტალიურ სკოლაში. კურსი მოიცავს 2 კვირას, 2-დან 15 სექტემბრამდე და დასრულდება დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო კონგრესის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობითა და ,,დანტეს პასპორტის“ გადაცემით.

,,დანტეს“ საერთაშორისო ქსელის ოფიციალურად აღიარებულ საზღვარგარეთის  კომიტეტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსით მითითებულ მოთხოვნებს, უფლება აქვთ, შეარჩიონ ახალგაზრდებს შორის კანდიდატები.

ყოველ კომიტეტს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი, მაქსიმუმ ორი კანდიდატის შეთავაზებით.

მონაწილეობის მიღების მსურველმა კომიტეტებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა.

შესაბამისად, დაინტერსებულმა პირებმა საკონკურსო განაცხადი და ქვემოთ მითითებული დოკუმენტაციის ნუსხა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 23 ივნისისა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის შემდეგ მისამართზე: a.marinashvili@dantetbilisi.ge

თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტი აუცილებელ მოთხოვნათა გადამოწმების შედეგად, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში შეარჩევს მაქსიმუმ 2 კანდიდატს, მოიწვევს მათ გასაუბრებისა და სააპლიკაციო ფორმების შესავსებად და დანტე ალიგიერის საზოგადოების ქ. რომის სათაო ოფისში გაგზავნის მიზნით.

კონკურსის წესდების თანახმად, თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტის გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქის (კანდიდატის)  მიერ დამოუკიდებლად წარდგენილი განცხადება არ მიიღება.

საკონკურსო პირობები:

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დანტე ალიგიერის საზოგადოების ოფიციალურ ონლაინ პლატფორმაზე და ფლობენ ამ საზოგადოების საწევრო ბარათს.

ასევე, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნის B1 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს  ფლობა, რომლის მიღებაც მოხდა 2021-2023 წლების პერიოდში, ან ალტერნატივის სახით, გათვალისწინებულია „დანტეს“ თბილისის კომიტეტის მიერ გაცემული იტალიური ენის B2 დონის კურსზე დასწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

 

 

გაზიარება:

Leave a Reply