დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, ენების ევროპული დღის 25 წლის იუბილე აღინიშნა, რომელშიც სხვა პარტიორებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მივიღეთ თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოების წარმომადგენლებმაც.
ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ორგანიზატორი ინსტიტუტებისა და საელჩოების საინფორმაციო სტენდებს და დეტალური ინფორმაციები მიიღეს სხვადასხვა ენის შესწავლის შესაძლებლობების შესახებ.
სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ 2 მონაწილეს სხვა პრიზებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, აგრეთვე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის იტალიური ენის სამთვიანი კურსების ვაუჩერები.
https://www.facebook.com/EDLGeorgia