14-20 ოქტომბერს საერთაშორისო მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნება იტალიური ენის რიგით XXIV მსოფლიო კვირეული, რომლის წლევანდელი თემაა „იტალიური ენა და წიგნი: სამყარო აბზაცებს შორის“. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი გამართავს საერთაშორისო პროექტის პრეზენტაციას და, დანტე ალიგიერის საზოგადოების დაფინანსებით, სტუ-ს სტუდენტებისთვის იტალიური ენის უფასო კურსების მე-2 ციკლის ოფიციალურად გახსნას.
15 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის — საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია, რომლის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში მეორე ციკლის სახით გაგრძელდება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ღონისძიებას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. ღონისძიებას
ასევე დაესწრება და საზოგადოებას მიესალმება მისი აღმატებულება, იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონო, იტალიური ენის XXIV კვირეულისა და პროექტის პარტნიორი ინსტიტუციის ხელმძღვანელის სტატუსით.
პროექტის იდეის ავტორი, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი და სტუ-ს იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ცერცვაძე ისაუბრებს პროექტის სამომავლო მიზნებსა და არსზე. პროექტში მონაწილე სტუდენტების სახელით სიტყვით გამოვლენ კონკურსში გამარჯვებულები (სტუ-ს ერთი სტუდენტი და ერთი პედაგოგი).
ორგანიზატორები:
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი
მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი
Related link: https://dantetbilisi.ge/onw8
Tv Imedi video report:
Facebook – photo gallery: