წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე V გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VIII მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 13-დან 19 ნოემბერის ჩათვლით.
აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა ოთხმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის საფუძველზეც შეიქმნა 350-ზე მეტი ბრწყინვალე ნამუშევარი, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ჩვენს ციფრულ გალერეებში. გამომდინარე იქიდან რომ , იტალიური სამზარეულოს კერძების მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს მაკარონი (პასტა), ჩვენი გამოფენა კონკურსის მონაწილე ნამუშევრების (ნაძერწი, ნახატი და ა.შ.) საბაზისო მასალად გამოიყენება უმი მაკარონი.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება!
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ნაყოფიერი თანამშრომლობის წყალობით, ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ წელსაც წარმატებით გაიმართება აღნიშნული გამოფენა-კონკურსი, რომლის მეშვებით როგორც ბავშვები, ისე მოზარდები და ზრდასრული ასაკის ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში, როგორიცაა იტალიური სამზარეულოს VIII მსოფლიო კვირეული.
გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია კულტურის სფეროს, სახელოვნებო წრეებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისგან.
წინა გამოცემების მსგავსად, კონკურსის ონლაინ ტრანსლაცია გადაიცემა „დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის“ Facebook-ისა და Youtube-ის არხებზე.
კომპეტენტური ჟიურის მიერ კენჭისყრის მეთოდით გამოვლენილი 15 საუკეთესო ნამუშევარი მიიღებს მონაწილეობას ფინალურ გამოფენაში, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიში, საქართველოში იტალიის აკრედიტებული საელჩოს, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამართულ საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე.
ყველა სიახლე, პრიზების ჩამონათვალი, ნამუშევრების ციფრული გალერეა და დაჯილდოების საღამოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოქვეყნდება ამ ვებგვერდზე!
2023 წლის „მაკარონის ხელნაკეთობების“- „Opera di Pasta“-ს V გამოცემაში მონაწილეობის წესი:
- შექმენით დახვეწილი ნამუშევარი ძირითადად მაკარონის ნაწარმის გამოყენებით. ნამუშევრები, რომლებშიც უმეტესად გამოყენებული იქნება მაკარონი, ვიდრე რკინა, რაიმე მეტალი, პლასტილინი და ა.შ. ისინი მიიღებენ მაღალ შეფასებას.
- გადაუღეთ ფოტო სმარტფონით თქვენს ნამუშევარს.
- გადმოგვივზავნეთ ჩვენს ოფიციალურ საფოსტო მისამართზეitalsimpatia@gmail.comფოტო, მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება (სტუდენტის შემთხვევაში) და ტელეფონის ნომერი
- თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 3 განსხვავებული ნამუშევრისა
- ნამუშევრების ფოტოები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 2023 წლის 11 ნოემბრის 20:00საათამდე.
- მონაწილეები მიიღებენ მოწვევას ყველა საჭირო ინფორმაციით ნამუშევრის ფინალურ გამოფენაზე წარსადგენად (იმ შემთხვევაში, თუ გამოფენა ჩატარდება დასწრებით).
- – მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით დაიყოფიან 3 კატეგორიად.
I კატეგორია 4-დან 7 წლამდე;
II კატეგორია 8-დან 13 წლამდე;
III კატეგორია 14-დან 99 წლამდე. - ჟიური დაკომპლექტდება არაუმცირეს 5 წევრისგან. ჟიურის თითოეული წევრი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად შეარჩევს თითო კატეგორიიდან თითო ნამუშევარს და შერჩეულ 2 ნამუშევარს მიანიჭებს ქულებს რეიტინგის ზრდის მიხედვით (პირველი, მეორე და მესამე ). ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.
ნამუშევრის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე italsimpatia@gmail.com გულისხმობს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნამუშევრისა და მისი გამოქვეყნების უფლების გადაცემას, ასევე თანხმობას ავტორის სახელისა და გვარის გამოქვეყნებაზე და მათ გამოყენებას ადგილობრივ მედია საშუალებებში კონკურსის პრომოციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას.
ინსპირაცისთვის, თუ როგორ შექმნათ თქვენი საკუთარი მაკარონის ნამუშევარი, ეწვიეთ ბმულს, სადაც ნახავთ წინა გამოცემების გამარჯვებულების ნამუშევრებს:
რა სახის პრიზებს მიიღებენ გამარჯვებულები?
V გამოცემისთვის დაწესებულია ძალიან საინტერესო პრიზები! საუკეთესო 15 ნამუშევრის ავტორი (ფინალისტი) 2023 წლის გამართულ ფინალურ საღამოზე იქნება მიწვეული.
2023 წლის საპრიზო სია გამოქვეყნდება ამ გვერდზე რაც შეიძლება მალე.
ამავდროულად, კონკურსში მონაწილეობის სტიმულირებისთვის, აქ არის გასული გამოცემების პრიზების სია! გისურვებთ წარმატებებს!
2022- პრიზების ნუსხა:
I ადგილი – კატეგორია 1 – 4-დან 7 წლამდე: იტალიურ მაღაზიათა ქსელის “ოვიესის” 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
https://gtexshopso.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- კატეგორია 1 – 4-დან 7 წლამდე: დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
I ადგილი – კატეგორია 2– 8-დან 13 წლამდე: იტალიურ მაღაზიათა ქსელის “ჯორჯიტას” 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
https://georgita.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- კატეგორია 2– 8-დან 13 წლამდე: დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი.
I ადგილი- კატეგორია 3– 14 წლიდან ზემოთ: „ბაზარი ორბელიანში“ პიცის მომზადების უფასო მასტერკლასი.
(იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- კატეგორია 3– 14 წლიდან ზემოთ: დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
2021- პრიზების ნუსხა:
I ადგილი-იტალიურ მაღაზიათა ქსელის ჯორჯიტას 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
https://georgita.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- იტალიურ მაღაზიათა ქსელის კარპიზას 350 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
https://www.facebook.com/CarpisaOfficial/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
III ადგილი–იტალიურ მაღაზიათა ქსელის ოვიესის 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
https://gtexshopso.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
IV ადგილი – დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ფერწერის კურსი;
V ადგილი-დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ძერწვის კურსი.
კონკურსის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება იტალიის დროშის პრინტიანი პირბადით
(იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
ყველა მონაწილეს პერსონალიზებული ნიღბები იტალიის დროშით.
2020- პრიზების ნუსხა:
-,, დანტე ალიგიერის საზოგადოების“ იტალიური ენის 2 თვიანი კურსი; (დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელშეწყობით)
– ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“-“Bottega d’Arte”-ს (ხატვა- ფერწერის, ძერწვისა და დაწყებითი იტალიური ენის) 2 თვიანი კურსი. (დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელშეწყობით)
– იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური; (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქუდი; (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთა; (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
2019- პრიზების ნუსხა:
– იტალიური ტანსაცმლის ერთ-ერთ ლიდერ მაღაზიათა ქსელის OVS-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
-,,დანტე ალიგიერი საზოგადოების“ იტალიური ენის ADA-ს საერთაშორისო 2 თვიანი კურსის ვაუჩერი;
-,,დანტე“ ხელოვნების სკოლის ,,Bottega d’Arte”-ს 2 თვიანი კურსის ვაუჩერი (კურსში შედის: ხატვა, ძერწვა, ხელოვნების ისტორია და იტალიური ენა);
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთა;
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქუდი;