Blog

ნინო ცერცვაძეს დანტე ალიგიერის საზოგადოების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა

პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი, პროფესორი ალესანდრო მაზი, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მეოთხე გენერალური დირექტორატის სახალხო და კულტურული დიპლომატიის ხელმძღვანელის მრჩეველი, სიმონა ბატილორო, საქართველოს ელჩი წმინდა საყდარში, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი და საქართველოს ელჩი იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძე.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ დიდებულ სასახლეში თქვენთან ერთად ყოფნა და, მრავალი წლის განმავლობაში, დანტე ალიგიერის  საზოგადოების სახელოვანი ოჯახის ნაწილად თავის გრძნობა. არ ველოდი ასეთ უმაღლეს ჯილდოს, რომელსაც დიდი მადლიერებით ვიღებ და ამ სიხარულს ვუზიარებ თბილისის ,,დანტეს“ ბრწყინვალე გუნდს, ჩემს ძვირფას კოლეგებს,  რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებისთვის.“-განაცხადა ნინო ცერცვაძემ თავის სამადლობელ სიტყვაში.

 

გაზიარება:

Leave a Reply