რა არის სერტიფიკატი PLIDA?
სერტიფიკატი PLIDA არის “დანტე ალიგიერის საზოგადოებასა” და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბაზაზე გაცემული დიპლომი, რომელიც ექვსი დონისგან შემდგარი შეფასების სისტემის საშუალებით ადასტურებს იტალიურის, როგორც უცხო ენის ცოდნას.
თითოეული დონე თავის მხრივ მოიცავს ენის შესწავლის სხვადასხვა ფაზას.
PLIDA-ს ექვსი დონე სირთულის მიხედვით იცვლება A1-დან C2-მდე და პასუხობს ევრო საბჭოს მიერ შემუშავებულ ცოდნის შეფასების საერთო ევროპული ჩარჩოს მოთხოვნებს (QCE).
დაწყებითი იტალიური PLIDA A1 = A1 QCE
PLIDA A2= A2 QCE
საბაზისო იტალიურიPLIDA B1= B1 QCE
PLIDA B2= B2 QCE
პროფესიული იტალიური PLIDA C1= C1 QCE
PLIDA C2= C2 QCE
PLIDA ასევე გთავაზობთ განსაკუთრებული ტიპის სერტიფიკატებს:
PLIDA JUNIORES
PLIDA COMMERCIALE
რა ინსტიტუციები აღიარებენ PLIDA-ს
იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი PLIDA, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 4.11.1993 წლის # 1903 ხელშეკრულების თანახმად, არის ერთ-ერთი ოთხ, ოფიციალურად აღიარებულ იტალიურ საერთაშორისო სერტიფიკატს შორის.
PLIDA-ს სასერტიფიკაციო ცენტრს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რომის უნივერსიტეტთან “La Sapienza” (29.6.2004), რომელიც სასერტიფიკაციო პროცესს სამეცნიერო თვალსაზრისით კურირებს. PLIDA ასევე აღიარებულია შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა (18.10.2002 წლის ბრძანება) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რაც განაპირობებს უცხოელი სტუდენტების იტალიურ უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის გამარტივებას (9.10.2006 წლის ოქმი # 1906).
ვის შეუძლია გამოცდის ჩაბარება?
PLIDA არის გამოცდა ყველასთვის, ვისი მშობლიური ენაც არ არის იტალიური, ვისაც სურს იტალიური ენის ცოდნის დონის შემოწმება და საკუთარი ლინგვისტური კომპეტენციისთვის ოფიციალური აღიარების მინიჭება. გამოცდების ჩაბარებისთვის ასაკობრივი დონე არ არის შეზღუდული. თითოეულ კანდიდატს თავად შეუძლია შესაბამისი დონის არჩევა, ამისათვის წინა, დაბალი დონეების გამოცდების ჩაბარება არ არის აუცილებელი (ანუ, შესაძლებელია B2-ის ჩაბარება A1, A2 და B1 დონეების ჩაბარების გარეშე).
დონეები
დონე გულისხმობს ყოველდღიური გამოყენების, ფამილიარული ფრაზებiთ საუბარს, რომლებიც გათვლილია კონკტერულ სიტუაციებზე; მოიცავს საკუთარი თავისა და სხვების წარდგენis უნარს. კომპეტენციის ამ დონეზე იტალიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან საუბარი შესაძლებელია მხოლოდ დამხმარე პირის მეშვეობით.დონე გულისხმობს დამოუკიდებლობას ელემენტარულ საკომუნიკაციო სიტუაციებში. მას, ვინც ენა ამ დონეზე იცის, შეუძლია თავი გაართვას პირველადი საჭიროების დავალებებs, როგორებიცაა საუბარი მისი პიროვნების, ადგილობრივი გეოგრაფიული არეალის, სამსახურის, საყიდლების და ა.შ. შესახებ.
დონე გულისხმობს ფამილიარული საკითხების ირგვლივ წერილობითი და ზეპირი ტექსტების გაგებას. მას, ვინც ენა ამ დონეზე იცის, შეუძლია ინტეგრირება იტალიურ გარემოში, მაგალითად ტურიზმის დონეზე, ასევე შეუძლია იტალიურ ენაზე საკუთარი აზრის ფორმირება ელემენტარული ფრაზებით. დონე მოითხოვს იტალიური ენის ცოდნას სასკოლო (სკოლებსა, თუ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა) და არასასკოლო (გადამზადების კურსები, პრაქტიკა ა.შ,) კონტექსტში გამოყენების თვალსაზრისით; ასევე ენის თავისუფლად გამოყენებას სამუშაო კონტექსტში, რაც ითვალისწინებს საზოგaდოებასთან ურთიერთობას. მას, ვინც ენა ამ დონეზე იცის, შეუძლია იტალიურ გარემოში კომუნიკაციის მარტივად დამყარება, ასევე საკუთარი სპეციალობისთვის დარგობრივი იტალიური ენის ცოდნა გააჩნია.დონე გულისხმობს შესამჩნევ სიახლოვეს იტალიურ ენასა და რეალობასთან, ენის გამოყენებას რთულ სამუშაო გარემოში (პროფესიული საქმიანობა ეკონომიკის, ინდუსტრიის, თუ ადმინისტრირების სფეროში). მას, ვინც ენა ამ დონეზე იცის, შეუძლია რთული ტექსტების გაგება და ინტერპრეტირება, დამატებითი მნიშვნელობების გამოკვეთა, რაც მაგალითად დამახასიათებელია ლიტერატურული ტექტებისთვის.
დონე მოითხოვს იტალიური ენის ცოდნას მაღალ დონეზე; უტოლდება უმაღლესი განათლების მქონე იტალიელი პირის ცოდნის დონეს. მას, ვინც ენა ამ დონეზე იცის, შეუძლია ცოდნის გამოყენება ნებისმიერ პროფესიულ სფეროში. ეს არის დონე, რომელიც აუცილებელია იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის
მასწავლებლის, ან სხვა თანამდებობის დასაკავებლად.
როგორ ავირჩიოთ დონე და როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის?
გამოცდისთვის მომზადების პირველი ეტაპია ენის ცოდნის საკუთარი დონის დადგენა. დონის დადგენის შემდეგ, გირჩევთ, საკუთარი ცოდნის მეტი სიზუსტით შეფასების მიზნით, ყურადღებით წაიკითხოთ PLIDA-ს სასერტიფიკაციო გამოცდის სილაბუსი, სადაც ჩამოთვლილია გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მოცემულია ლინგვისტური სტრუქტურები, ასევე გირჩევთ გააკეთოთ “დანტე ალიგიერის საზოგადოების” სათავო ოფისის ვებ-საიტზე მოცემული ტესტი (test d’ingresso).
როდის შეიძლება გამოცდის ჩაბარება?
PLIDA-ს გამოცდები ტარდება ყოველი წლის მაისისა და ნოემბრის თვეში. უახლოესი გამოცდის თარიღის გასარკვევად, გაეცანით PLIDA-ს გამოცდების კალენდარს.
გამოცდის ჩაბარება და შეფასება
თითოეული უნარ-ჩვევის შეფასება ოცდაათ ქულიანი სისტემით xorcieldeba; გამოცდის ჩასაბარებლად აუცილებელია ოთხიდან (მოსმენა, წაკითხვა, ლაპარაკი, წერა) თითოეულ უნარ-ჩვევაში მინიმალური ზღვარის გადალახვა (18/30). გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვარია 72/120, მაქსიმალური კი -120/120. თუ კანდიდატი ოთხი უნარ-ჩვევიდან სამს წარმატებით ჩააბარებს, მიიღებს სათანადო კრედიტს გამოცდის მომდევნო სესიაზე გადაბარებისათვის მხოლოდ იმ უნარ-ჩვევაში, რომელშიც მინიმალური ზღვარით გათვალისწინებული ქულათა რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაბარება შესაძლებელია მხოლოდ მომდევნო სესიაზე.
გამოცდების შედეგები და სერტიფიკატების გაცემა
საგამოცდო მასალები თბილისის PLIDA-ს სასერტიფიკაციო ცენტრის მიერ იგზავნება რომის ცენტრალურ კომიტეტში; იქ, მასალების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, ხდება მათი გასწორება და შესაბამისი შეფასების მინიჭება, რის შემდგომაც, ცენტრალური კომიტეტი თბილისის სასერტიფიკაციო ცენტრს უგზავნის ყველა იმ კანდიდატის სერტიფიკატს, რომლებმაც გადალახეს გამოცდა: სერტიფიკატზე, გარდა კანდიდატის მონაცემებისა, მითითებულია ენობრივი კომპეტენციის დონე, ცალკეულ უნარ-ჩვევაში მიღებული ქულები და საერთო ქულათა ჯამი. სერტიფიკატის ვადა
სერტიფიკატs PLIDA ვადა არ გასდის, გარდა იმ იშვიათი გამონაკლისისა, როდესაც ესა თუ ის დამქირავებელი არ მიიჩნევს მისი გაცემის თარიღს ძალზე შორეულად, მისი მფლობელის სამსახურში აყვანის თარიღთან მიმართებაში.
როგორ ჩავეწეროთ გამოცდაზე?
იმისათვის, რომ ჩააბაროთ გამოცდა, უნდა მიმართოთ თბილისის PLIDA-s სასერტიფიკაციო ცენტრს და ჩაეწეროთ თქვენი ცოდნის შესაბამის დონეზე. ჩარიცხვის თანხის გადახდა ხორციელდება სასერტიფიკაციო ცენტრში.
სერტიფიკატი PLIDA Commerciale
სერტიფიკატი PLIDA Commerciale არის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული დიპლომი. დიპლომი PLIDA Commerciale გათვლილია იმ პირებზე, რომელთაც სურთ იტალიური ენის შესწავლა სამუშაო მიზნით, იმისათვის, რათა შესაძლრბრლი გახდეს მათი ინტეგრირება დასაქმების იმ სფეროში, რომელიც ბიზნეს იტალიურის ცოდნას საჭიროებს.
საგამოცდო პროგრამა მოიცავს ზოგად, სპეციფიურ და საკომუნიკაციო კონტექსტებს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ: ფინანსურ, ინდუსტრიულ და კომერციულ სფეროში.
PLIDA Commerciale-ს გააჩნია ლინგვისტური კომპეტენციის სამი დონე: B1, B2, C1. დონეები გრადაციულად იცვლება სირთულის მიხედვით და პასუხობს ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულ ცოდნის შეფასების საერთო ევროპული ჩარჩოს მოთხოვნებს.
იტალიური ენის საბაზისო დონე იტალიური ენის კომპეტენციის პროფესიული დონე
სერტიფიკატი PLIDA B1
სერტიფიკატი PLIDA B2
სერტიფიკატი PLIDA C1
ვის შეუძლია გამოცდის ჩაბარება?
PLIDA Commerciale განსაზღვრულია მათთვის, ვინც სწავლობს და იყენებს იტალიურ ენას პროფესიული დასაქმების სფეროში. PLIDA Commerciale-ს გამოცდის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუმცა სასურველია გამოცდაზე გასვლამდე მსურველი დარწმუნდეს იტალიური ენის სათანადო ცოდნაში, კანდიდატი ასევე უნდა ფლობდეს გარკვეულ პროფესიულ ცოდნას ფინანსურ, კომერციულ, ინდუსტრიულ და ბიზნესის სფეროში.
გამოცდის სტრუქტურა
გამოცდა შედგება ოთხი ნაწილისგან, რომელთა საშუალებითაც ხდება ოთხ საბაზისო უნარ-ჩვევაში ლინგვისტური კომპეტენციის შემოწმება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი.
გამოცდის სრული ხანგრძლივობა, იცვლება დონის შესაბამისად.
გამოცდის ჩაბარება და შეფასება
თითოეული უნარ-ჩვევის შეფასება ოცდაათ ქულიანი სისტემით ხორციელდება: გამოცდის ჩასაბარებლად საჯიროა ოთხი უნარ-ჩვევიდან (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) თითოეულში მინიმალური ზღვარის გადალახვა (18/30).
გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვარია 72/120, მაქსიმალური კი – 120/120.
თუ კანდიდატი ოთხი უნარ-ჩვევიდან, სამს წარმატებით ჩააბარებს, მიიღებს სათანადო კრედიტს და მოიპოვებს გამოცდის გადაბარების უფლებას მომდევნო სესიაზე მხოლოდ იმ უნარ-ჩვევაში, რომელშიც მინიმალური ზღვარით დადგენილი ქულათა რაოდენობა ვერ დააგროვა.
გამოცდის შედეგები და სერტიფიკატის გაცემა
საგამოცდო მასალები, PLIDA-ს ,,თბილისის სასერტიფიკაციო ცენტრის” მიერ იგზავნება რომის ცენტრალურ ოფისში. იქ მასალების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ხდება მათი გასწორება და შესაბამისი შეფასების მინიჭება, რის შემდგომაც ცენტრალური კომიტეტი ,,თბილისის სასერტიფიკაციო ცენტრს” უგზავნის ყველა იმ კანდიდატის სერტიფიკატს, რომლებმაც გადალახეს ქულათა სავალდებულო მინიმალური ზღვარი. სერტიფიკატზე, გარდა კანდიდატის ანაგრაფიული და სხვა მონაცემებისა, მითითებულია იტალიური ენის კომპეტენციის დონე, ცალკეულ უნარ-ჩვევაში მიღებული ქულები და საერთო ქულათა ჯამი.
სერტიფიკატი PLIDA JUNIORES
სერტიფიკატი PLIDA Commerciale არის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული დიპლომი. დიპლომი PLIDA Juniores გათვლილია 13-დან 18 წლამდე ახლგაზრდებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტრუქტურა ჩვეულებრივი PLIDA-ს დიპლომის სტრუქტურის მსგავსია, საგამოცდო მასალები მორგებულია მოზარდი ახალგაზრდების ასაკს.
PLIDA Juniores-ს გააჩნია ლინგვისტური კომპეტენციის ხუთი დონე: A1, A2, B1, B2, C1. რომლებიც, როგორც სირთულის, ისე შესაბამისი შეფასების თვალსაზრისით, პასუხობს ევრო საბჭოს მიერ შემუშავებულ ცოდნის შეფასების საერთო ევროპული ჩარჩოს მოთხოვნებს.
იტალიური ენის საბაზისო დონე იტალიური ენის კომპეტენციის პროფესიული დონე
სერტიფიკატი PLIDA B1 – სერტიფიკატი PLIDA B2 – სერტიფიკატი PLIDA C1
PLIDA Juniores-ის გამოცდაზე C2-ს დონის ნაკლებობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიული სფეროსთვის, აქედან გამომდინარე კი გარკვეულ საკომუნიკაციო კონტექსტში შეუძლებელია ამ ლინგვისტური კომპეტენციის დაუფლება.
ლინგვისტური კომპეტენციის დონისა და შესაბამისი შეფასების სირთულე სრულებით იდენტურია ჩვეულებრივი PLIDA-ს სასერტიფიკაციო გამოცდისა, ვინაიდან ცვლილებები ეხება, მხოლოდ საკომუნიკაციო კონტექსტებს.
ვის შეუძლია გამოცდის ჩაბარება?
სასერტიფიკაციო გამოცდა განსაზღვრულია 13-დან 18 წლამდე კანდიდატებისათვის, თუმცა გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ სხვა ასაკის კანდიდატებსა