Blog

აპრილი!

AlessandroSannaმას შემდეგ, რაც ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ კულტურულ ღონისძიებათა ციკლი ,,შეხვედრა იტალიელთან“ მარტის თვეში მთლიანად მიეძღვნა ქალების თემას, ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ აპრილის თვე დაეთმობა იმ ,,იტალიელ მამაკაცებს“, რომლებსაც მეტ-ნაკლებად იცნობს ქართული საზოგადოება.

ჩავატარეთ გამოკითხვა როგორც ჩვენს კომიტეტში, ისე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ბაზრობებსა თუ ქუჩაში გამვლელებთან. ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე- ,,იტალიის ხსენებაზე რომელი მამაკაცის სახელი მოგდით თავში?“- დასახელდა საქართველოში 10 ყველაზე პოპულარული იტალიელი მამაკაცი, რომელთა შორის არიან: დანტე ალიგიერი, ქრისტეფორე კოლუმბი, ადრიანო ჩელენტანო და რობერტო ბენინი.

ამჯერად იტალიის ისტორიაში გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს თბილისის ,,დანტეს“ კულტურულ ღონისძიებათა ციკლის- ,,შეხვედრა იტალიელთან“ -ავტორი, ალესანდრო სანა. ის გახლავთ ექსპერტი ტურიზმის სფეროში, ივენთმენეჯერი, ფოტოგრაფი, ბიზნესმენი და ამავე დროს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ პროექტებისა და განვითარების კონსულტანტი.

,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ ოფიციალურ facebook- გვერდზე იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მონაწილეობა სახალისო თამაშში ,, ხმა მიეცი იტალიელ მამაკაცს“.

16 აპრილს 20: 00 საათზე, კულტურულ ღონისძიებაზე ,,შეხვედრა იტალიელთან“ მთელი სიდიადით წარმოვაჩენთ იტალიის ისტორიაში ,,მამაკაცის ფენომენს“, სტუდენტებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ საქართველოში ყველაზე ცნობილი იტალიელი მამაკაცების შესახებ. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ ქართველებისთვის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ იტალიელებისა და იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მამაკაცებს.
ღონისძიების მსვლელობისას ადგილი ექნება ერთგვარ შემეცნებით თამაშს, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს სიმპათიურ პრიზს.

გარდა ამისა, skype-ს საშუალებით განვახორციელებთ პირდაპირ ჩართვას ერთ-ერთ იტალიურ სკოლასთან, სადაც შესაძლოა რომელიმე თქვენგანს გაუჩნდეს დაუვიწყარი სწავლა-დასვენების სურვილი.
ღონისძიების მსვლელობისას, დავაანონსებთ აგრეთვე საჭირო ინფორმაციებს მოახლოებული საერთაშორისო გამოფენა Expo 2015-ის შესახებ.

და ბოლოს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ წევრებსა და მასში გაწევრიანების მსურველებს მივაწვდით ინფორმაციებს პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან ახალი შემოთავაზებებისა და სპეციალური ფასდაკლებების შესახებ, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად გაიზრდება.

სხვა სიახლეები:
22 აპრილს ტარდება PLIDA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდა იტალიური ენის კომპეტენციის შემდეგ დონეებზე: B2, C1
სესისაზე ჩაწერის მსურველებმა მიმართეთ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ სამდივნოს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, კ. ქუთათელაძის 6 ან დაგვიკავშირდით :
ელ ფოსტა: info@dantetbilisi.ge
ტელ.: 232 364937; 595 416116 ; 599 542289

• 2015 წლის 8-10 მაისს, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ სათავო ოფისში (იტალია, რომი, ფლორენციის მოედანი, 27) გაიმართება იტალიური ენის პედაგოგთა PLIDA-ს კვალიფიკაციის ამაღლების XXXI კურსი.
პედაგოგთა ხელშეწყობის მიზნით, კურსი ჩატარდება კვირის ბოლო დღეებში.
კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ
სასწავლო მოდულის რაიდენობა: 7
კურსზე დარეგისტრირების თანხა: 150 ევრო
გადმოიწერე კურსის პროგრამა: clicca qui

გაზიარება:

Leave a Reply