Blog

ევროპული ენების დღე

ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC (European Union National Institutes for Culture)  24 სექტემბერს ე ნ ე ბ ი ს  ე ვ რ ო პ უ ლ ი   დ ღ ი ს აღსანიშნავად იწვევს 7-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს  თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც  ბავშვებს ელოდებათ არაჩვეულებრივი ღონისძიებები და პრიზები.

კონკურსებში მონაწილეობის და გაკვეთილებზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნება 11:00 საათზე. იგი მოიცავს არაჩვეულებრივ კონკურსებს და სადემონსტრაციო გაკვეთილებს. მოსწავლეებს შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების კულტურულ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები. ძვირფასო ბავშვებო! მობრძანდით, გაერთეთ და შეიტყვეთ მეტი ევროპის შესახებ, რომელიც მრავალი ენის და კულტურის სახლია!

evr

გაზიარება:

Leave a Reply