Blog

ვინ არიან 2020 წლის ჟიურის წევრები

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული “იტალიური სამზარეულოს მე -5 მსოფლიო კვირეულისადმი” მიძღვნილი გამოფენა -კონკურსი “მაკარონის ხელნაკეთობები” – ს მეორე გამოცემის ჟიური წელს წარმოდგენილია 6 მაღალი რანგისა და პროფესიონალი წევრის სახით. წელს გამარჯვებულების გამოსავლენად  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჟიური რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან პირველი გამოცემისგან განსხვავებით, ჟიურის წევრებისთვის როგორც ნამუშევრებზე წვდომა, ისე გამარჯვებულების გამოვლენა განხორციელდება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

ორშაბათს, 23 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე, მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს კვირეულის გახსნის დღეს, გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები საჯაროდ გამოქვეყნდება თბილისის, დანტეს“ ოფიციალურ ვებ გვერდსა და  სოციალურ ქსელებში.

ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოცხადდება პარასკევს, 27 ნოემბერს, 18:00 საათზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ღონისძიება თავისი არსით ატარებს როგორც შემოქმედებით, ისე საგამანათლებლო -შემეცნებით ხასიათს, კონკურსის ყველა მონაწილე გამარჯვებულად ითვლება. შესაბამისად, ,,დანტეს“ თბილისის კომიტეტი მონაწილის სერთიფიკატებით, ხოლო   იტალიის საელჩო  წამახალისებელი პრიზებით დააჯილდოებს ყველას, ვინც ასეთ ურთულეს  მომენტში გამონახა დრო და იტალიისადმი სიყვარული გამოხატა ამ ქვეყნის  კულტურის ყველაზე მეტად მახასიათებელი და საქვეყნოდ ცნობილი საკვები პროდუქტით, როგორიცაა სხვადასხვა რეგიონში შექმნილი მაკარონი (პასტა).

გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დელიკატური  და ამავე დროს ”უმადური” ამოცანაა ჟიურისთვის გამარჯვებულების გამოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული არა მარტო მონაწილეთა განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები, არამედ ხელნაკეთობებში უმი მაკარონის- კონკურსის მთავარი პირობის- გამოყენებისადმი თითოეული მონაწილის ორიგინალური ხედვა, შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზიის უნარი.

ქვემოთ მოცემულია ჟიურის ექვსი წევრის სია:

 

ნიკოლა იორიო-საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე

მარიამ ბოჭორიშვილი-საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში

ნინო ცერცვაძე-დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ზურა გომელაური-მხატვარი

გივიკო ქობულია-არქიტექტორი, არქიტექტურული კომპანია Kobulias & Partners-ს დამფუძნებელი

ალესანდრო სანნა-მეწარმე, socio Società Dante Alighieri-წევრი

0
"Opere di pasta" in gara

თვალი ადევნეთ ღონისძიებას და ,,დანტეს" სიახლეებს აქ:

გაზიარება:

Leave a Reply

Your email address will not be published.