Blog

შემეცნებითი კურსი ბავშვებისთვის “ბავშვის წარმატების საიდუმლო”

mani

მოზარდი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფსიქოლოგიური თავისებურებით გამოირჩევა. ეს გამოიხატება არა მარტო მისი ქცევით, არამედ ცოდნის ათვისების სპეციფიკითაც. ყოველი მათგანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მან უნდა გადადგას მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი – განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გააკეთოს სწორი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ იგი მზად იყოს ამისათვის. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესი წარიმართოს სწორი მიდგომებით, ჭეშმარიტ ღირებულებებით, ინტეგრაციით, განათლებით, მოტივაციით, თავისუფალი აზროვნებითა და თვითგანვითარებაზე ფოკუსირებით.
შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე, რომლის კვლევის ძირითადი სფერო ბავშვის აზროვნების განვითარებაა, ამტკიცებს, რომ ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და გარემოსთან შეგუების პროცესში იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. პიაჟეს თეორიის მიხედვით, აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები.
„ დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ არტ-თერაპიის მიმართულების ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს მოკლე ვადიანი ბავშვთა განვითარების კურსი სახელწოდებით „ბავშვის წარმატების საიდუმლო“.
კურსი მოიცავს ბავშვის განვითარების 4 შემდეგ ეტაპს:
ბავშვთა შემეცნებითი კურსი მოიცავს ბავშვის განვითარების 4 შემდეგ ეტაპს:

1. დიაგნოსტიკა
ა) მშობელთაინტერვიუირება და კონსულტირება
ბ) ბავშვის გონებრივი, ემოციური და სოციალური უნარების დადგენა

2. ბავშვის გონებრივი, ემოციური და სოციალური უნარების გაუმჯობესება რომელიც მოიცავს:

– ემოციური ინტელექტი (1.სხვისი და საკუთარი ემოციის გაგების უნარი.
2. ემოციის ადექვატური გამოხატვის უნარი. 3. ემოციის კონტროლი)
– ურთიერთობები (ოჯახი, თანატოლები, საზოგადოება)
– კრეატიულობა
– თვითშეფასება
– თვითრწმენა
– კომუნიკაციის უნარი
– აღქმა და ლოგიკური აზროვნება
– მეხსიერება და ყურადღება
– ლიდერული თვისებები (მეტყველებითი და ქცევითი)
– წვრილი და მსხვილი მოტორიკა
– ორატორული უნარი
– გუნდური მუშაობის უნარი

3. არასასურველ ქცევებზე მუშაობა:
– აგრესია
– შიშები და ფობიები
– მავნე ჩვევები
– რთული ქცევა

4. დასკვნითი კონსულტირება მშობელთან (შედეგების გაცნობა)
კურსის გავლის შემდეგ ბავშვი შეძლებს სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას, საკუთარ უნარებში დარწმუნებას და მისგამოყენებას წარმატებისთვის.

კურსი განკუთვნილია 6 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

კურსს წარუძღვებიან : ირმა კვაჭაძე- კლინიკური ფსიქოლოგი არტთერაპევტი
მარიტა მერკვილაძე -კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი

კურსის ხანგრძლივობა : თვენახევარი
მეცადინეობები: კვირაში ორჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი

ფასი : 110 ლარი
კურსის დასაწყისი : 15 მაისი

რეგისტრაციისთვის დარეკეთ: 294 5359 ან 599 97 27 17

ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577223088 ან 598 40 08 41

Facebook : https://www.facebook.com/events/1403672523289311/

გაზიარება:

Leave a Reply