13-19 ოქტომბერს, იტალიური ენის XXV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართება საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის უფასო, ექსპერიმენტული კურსები სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.“ 2025 წლის 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის საერთაშორისო პროექტის (მესამე ციკლის) პრეზენტაცია, რაც…
დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, ენების ევროპული დღის 25 წლის იუბილე აღინიშნა, რომელშიც სხვა პარტიორებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მივიღეთ თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოების წარმომადგენლებმაც. ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ორგანიზატორი ინსტიტუტებისა და საელჩოების საინფორმაციო სტენდებს და დეტალური ინფორმაციები მიიღეს სხვადასხვა ენის შესწავლის შესაძლებლობების შესახებ. სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ 2 მონაწილეს სხვა პრიზებთან…
შეგიძლია გახდე დანტე ალიგიერის საზოგადოების ახალგაზრდა ელჩი, თუ უკვე ფლობ (2022-2025 წლების პერიოდში გაცემულ) იტალიური ენის ცოდნის B1 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს – PLIDA, ან დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის B2 დონის კურსის ატესტატს!!! დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისი ,, დანტეს“ ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს ინფორმაცია კონკურსის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით: იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის)…
დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო დღე -2025: კულტურულ- საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და საქართველოში იტალიის აკრედიტებული საელჩოს პატრონაჟით, საზეიმოდ აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო დღეს, რომლის 2025 წლის თემაა კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის. ეს არის დანტე ალიგიერის საზოგადოების ტრადიციული…
PLIDA სერთიფიცირებული გამოცდაზე გამოცხადების მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია. დონე: B2, A1 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 მარტი. ⚠️ PLIDA-ს გამოცდაზე ჩასაწერად უნდა დარეგისტრირდეთ Dante.global-ზე (იხ. ქვემოთ). გამოცდაზე გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს მიიღოს იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. მონაწილეობის მისაღებად შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა: იხილეთ აქ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Dante.global-ზე…
PLIDA სერთიფიცირებული გამოცდაზე გამოცხადების მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია. დონე: A2, B1 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 თებერვალი. ⚠️ PLIDA-ს გამოცდაზე ჩასაწერად უნდა დარეგისტრირდეთ Dante.global-ზე (იხ. ქვემოთ). გამოცდაზე გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს მიიღოს იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. მონაწილეობის მისაღებად შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა: იხილეთ აქ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Dante.global-ზე…
მნიშვნელოვანი სიახლე PLIDA-ს სერტიფიკატთან დაკავშირებით! ნოემბრის საგამოცდო სესიიდან მოყოლებული, იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი PLIDA-ს საერთაშორისო სერტიფიკატი გახდება ციფრული: თითოეულ კანდიდატს შეეძლება გაეცნოს PLIDA-ს გამოცდის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას პირად სივრცეში, მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება ციფრულ პლათფორმა dante.global-ზე. PLIDA-ს ციფრული სერთიფიკატების წყალობით, PLIDA-ს საგამოცდო ცენტრებს აღარ მოუწევთ: • ამობეჭდონ და გადასცენ…