დღეს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ,,დანტეს კაბინეტში“ ეწვია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე, იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, რომელიც მას 2015 წელს იტალიის პრეზიდენტის განკარგულებით, დამსახურების დიპლომთან ერთად მიენიჭა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ დიდი სიხარულით უმასპინძლა მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს და…
წელსაც გთვაზობთ შემოქმედებით გამოფენა-კონკურსს სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები” (Opere di Pasta), რომლის აწ უკვე V გამოცემას დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მართავს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით. ზემოხსენებული კონკურსი ტრადიციულად ტარდება „იტალიური სამზარეულოს VIII მსოფლიოში კვირეულის ფარგლებში“ 13-დან 19 ნოემბერის ჩათვლით. აღნიშნული გამოფენა-კონკურსის პირველმა ოთხმა გამოცემამ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია, რის საფუძველზეც შეიქმნა…
25 ოქტომბერს, 18:00-ზე, რომში, ფლორენციის სასახლეში გაიმართება კონფერენცია და მულტიმედიური ალბომის – „ბეატრიჩე“- წარდგინება. ღონისძიება გაიმართება იტალიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ღონძიებას დაესწრებიან ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან და კონსტანტინე სურგულაძე, საქართველოს ელჩი იტალიაში. შემოქმედებით გუნდს უმასპინძლებენ ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის…
იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის XXIII გამოცემის (2023 წლის 16-22 ოქტომბერი) თემაა “იტალიური ენა და გარემოს დაცვა”, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება და დედამიწის ენერგორესურსებზე ზრუნვის პოპულარიზაცია იტალიური ენის მეშვეობით. წელს დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისი აღნიშნულ თემას უერთდება პროექტით, რომლის სახელწოდებაა „მწვანე სიტყვები“ და გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება“, რაც…
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ,,დანტეს დღეს“. ზემოხსენებული საზეიმო ღონისძიება უკვე 120 წელზე მეტია აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის მქონე კულტურული ასოციაციის- დანტე ალიგიერის საზოგადოების- საქმიანობის წლის შემაჯამებელ მნიშვნელოვან მოვლენას. წელს თბილისის…
პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე…
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი მონაწილეობას იღებს 2023 წლის ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც შაბათს, 2023 წლის 6 მაისს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში ერთდროულად ჩატარდება. 6 მაისს 12:00 საათიდან ექსპო ჯორჯიას (აკაკი წერეთელის გამზ 118) მე-5 პავილიონში, იტალიის საელჩოს სტენდზე ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც იტალიის საელჩოს…
25 მარტს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დიდი იტალიელი პოეტის, იტალიური ენის მამის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე. 2020 წლიდან, დღესასწაულის ოფიციალურად დაწესების თარიღიდან მოყოლებული, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტი ყოველთვის ენთუზიაზმით მონაწილეობს აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. წლევანდელი პროგრამა ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულთა მიერ „ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე ცნობილი ქებების იტალიურ და…