Blog

Dante.Global 2021 წლის 14 აპრილს

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებლებისა და იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულებისთვის!

ხვალ, 2021 წლის 14 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისში გაიმართება, თანამედროვე ციფრული პლატფორმის Dante.Global-ის ონლაინ ინაუგურაცია, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მონაწილეობით.

ამ არაჩვეულებრივი ინაუგურაციის პირდაპირ ეთერში ხილვა შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: lhttps://www.dante.global/

ღონისძიების პროგრამა:

  • დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდის, მისასალმებელი სიტყვა
  • ციფრული პლატფორმა- Dante.Global-ის  საპრეზენტაციო ვიდეო
  • იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს მისასალმებელი სიტყვა
  • ჯულიო ფერონის მოხსენება დანტე ალიგიერის საზოგადოების საქმიანობისა და მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელების პერსპექტივების შესახებ
  • ციფრული პლატფორმა- Dante.Global -ის ინაუგურაცია

მოდერატორი: მონიკა მაჯონი

გაზიარება:

Leave a Reply

Your email address will not be published.