რა არის უპირველესი რამ, რაც იტალიის ხსენებაზე წარმოგიდგებათ გონებაში?
ზოგისთვის ეს რაღაც პიცა ან პასტაა. ზოგიერთის ფიქრი კი იტალიის კულტურულ მემკვიდრეობაზე ჩერდება. ხატვა, სკულპტურა, მუსიკა, ხალხური სიმღერა… ბევრისთვის იტალია ასოცირდება კოლიზეუმთან, ვესპასთან, დუკატთან, ფიატ 500-სთან ან თუნდაც ლეგენდარულ ფერარისთან. გულგრილად არ რჩება იტალიური კინომატოგრაფიც, ფელინის, პაზოლინის შემოქმედება ან ფილმები სოფი ლორენის, მარჩელო მასტროიანის, ტოტოს მონაწილეობთ..
მიეცი ფანტაზიას გასაქანი, იყავი კრეატიული, შექმენი ვიდეო, სურათი, სიმღერა ან ნახატი, რომელსაც ყველაზე მეტი კავშირი აქვს იტალიასთან და ჩაერთე ჩვენს შეჯიბრში, სახელწოდებით, #იტალსიმპატია.
გაითვალისწინეთ:
- გეძლევათ შესაძლებლობა, ერთდროულად ჩაერთოდ შეჯიბრის რამოდენიმე ან ყველა ძირითად კატეგორიაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ვიდეოს, სიმღერის, ნახატის, სურათის, თუ რამოდენიმე მათგანის წარმოდგენა.
- გამოაქვეყნეთ „დანტეს“ FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე სურათი- რომელიც განასახიერებს იტალიას, ვიდეო- რომელიც შეიძლება გადმოსცემდეს ისტორიას, ეხებოდეს სპორტს, შესაძლოა ეს იყოს მოკლემეტრაჟიანი სცენოგრაფია, იტალიაში გატარებული არდადეგების დროს გადაღებული ნებისმიერი შინაარსის ვიდეო, ან თუნდაც ეს ვიდეო წარმოადგენდეს თქვენი სასიმღერო ნომრის ჩანაწერს, (მაგ: ვიდეო, სადაც ღიღინებთ თქვენს რჩეულ იტალიურ სიმღერას). გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა თემატიკები: ფოტოგრაფია, მხატვრობა, გრაფიკული ნამუშევარი, „Made in Italy”, ხელოვნება, სამზარეულო და სხვა.
- გამოაქვეყნეთ თქვენი ნამუშევარი შემდეგ FACEBOOK გვერდზე:
https://www.facebook.com/events/238090053596401/.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ გვერდზე მოხდება ნამუშევრის შეფასება ე.წ. ” like”-ბის მეშვეობით, რაც გავლენას იქონიებს საბოლოო ქულაზე. ფინალური პრიზის მისაღებად, აუცილებელია თქვენ მიერ შექმნილი ფოტო, ვიდეო, ჩანახატი და ა.შ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: italsimpatia@gmail.com, წერილის საგანში ჩაწერეთ ITALSIMPATIA და მიუთითეთ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი.
- საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, გათვალისწინებული იქნება, აგრეთვე, FACEBOOK-ის გვერდზე აღნიშნული ”like”-ბის ოდენობაც. ხოლო მათი ავტორები წარდგენილ იქნებიან დანტე ალიგიერის დაბადების დღისადმი მიძღვნილი, რიგით 76-ე საღამოზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 29 მაისს. ღონისძიებას დაესწრებიან ხელოვანები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იტალიის საელჩოს თანამშრომები, ხოლო საღამო გაშუქებულ იქნება ადგილობრივი მასმედიის მიერ.
ბოლო ვადა:
ნამუშევრების FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 მაისი, 20:00 საათი.
პრიზი:
გამაჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახის პრიზი: იტალიური ენის სასწავლო კურსისა და „დანტეს“ ხელოვნების სკოლი ვაუჩერები, ორ კაციანი ვახშამი იტალიურ რესტორანში, პიცის ვაუჩერი ორ ადამიანზე იტალიურ პიცერიაში და/ან ფრენა ორ პერსონაზე ბოლონიის ან რომის მიმართულებთ (ეს უკანასკნელი დამოკიდებულია სპონსორზე და იმყოფება განხილვის ფაზაში)
პრიზების დეტალური ჩამონათვალი განთავსდება „დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტის“ ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ადევნეთ თვალყური ღონისძიების გვერდს შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/events/238090053596401/
ან მოგვწერეთ აღნიშნულ მისამართზე: italsimpatia@gmail.com
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ღონისძიების ოფიციალური სპონსორი, დაგვეიკავშირდით: info@dantetbilisi.ge