კურსები

ჩვენი კურსები

იტალიური ენის A1 და A2 დონის კურსები
იტალიური ენის B1 და B2 დონის კურსები
იტალიური ენის C1 და C2 დონის კურსები
იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი (ერთი გაკვეთილი), ენის ცოდნის დონე (A1-C2) Lezione di italiano individuale (un incontro) livello (A1-C2)
იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი (ხუთი გაკვეთილი), ენის ცოდნის დონეები (A1-C2) Lezione di italiano individuale (cinque incontri) livello (A1-C2)
იტალიური ენის ცოდნის მაღალი დონის კურსი „ვლაპარაკობ, ვწერ და ვმსჯელობ“ Corso di italiano avanzato "Parlo, scrivo e argomento"
Conversazione con Madrelingua su dante.global (Corso in fase di preparazione)
იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი (ათი გაკვეთილი), ენის ცოდნის დონეები (A1-C2) Lezione di italiano individuale (dieci incontri) livello (A1-C2)
იტალიური ენის ცოდნის მაღალი დონის კურსი „ვლაპარაკობ, ვწერ და ვმსჯელობ“ Corso di italiano avanzato "Parlo, scrivo e argomento"

„დანტეს“ თბილისის კომიტეტი ექსკლუზიურად გთავაზობთ იტალიური ენის საერთაშორისო აკრედიტებულ კურსებს.

თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ იტალიური ენა ქართველი და იტალიელი მაღალკვალიფიციური პედაგოგების დახმარებით, ჩააბაროთ გამოცდა ოფიციალურად აღიარებულ ჩვენს საგამოცდო ცენტრში და მოიპოვოთ საერთაშორისო სერტიფიკატი – PLIDA. გარდა ამისა, მსმენელს ეძლევა საშუალება  დარეგისტრირდეს ADA -ს კურსებისთვის სპეციალურად შექმნილ ონლაინ ბაზაში, რომელიც მას მიანიჭებს პირად ნომერსა და კოდს. ADA მსმენელს სთავაზობს დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის ერთიანი სასწავლო პროგრამის მიხედვით, ქვეყნიდან გაუსვლელად, ისწავლოს იტალიური ენა. კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო ატესტატი, რომლის დასწრების საათები, მობილობის შემთხვევაში, სტუდენტს  ჩაეთვლება როგორც სასწავლო კრედიტები.

„დანტეს“ თბილისის კომიტეტი გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

იტალიური ენის ზოგადი კურსი

ზოგადი კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ენის სიღრმისეული შესწავლა ან გაუმჯობესება დადგენილ ვადებში. კურსი გათვლილია ენის ყველა დონეზე მყოფი სტუდენტებისთვის და მისი ფორმატი გთავაზობთ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრებას.

იტალიური ენის ინტენსიური კურსი

იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც სურს ენის სწრაფად და ინტენსიურად შესწავლა. A1 – დან C2 დონემდე კურსი გაძლევთ საშუალებას დაესწროთ მეცადინეობებს კვირაში 4 ან 5 დღის განმავლობაში. პროგრამა ავითარებს ოთხ ლინგვისტურ უნარ-ჩვევას (მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი).

კურსის მიზანია საბაზისო და საკომუნიკაციო ენის ცოდნის მიღება, რომლის გამოყენებას შეძლებთ ისეთ საკომუნიკაციო სიტუაციებში, როგორებიცაა, ყოველდღიური ცხოვრება, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და სოციალური ინტერაქცია.

იტალიური ენის საკომუნიკაციო კურსი

კურსი განკუთვნილია მისთვის, ვისაც აქვს ენის მინიმალური საბაზისო ცოდნა და სურს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვით განუვითარდეს საკომუნიკაციო უნარები. საგანმანათლებლო პროცესში ჩართულია, როლური თამაშები, სასაუბრო და ენობრივი სავარჯიშოები, რათა მარტივად შეძლოთ სასაუბრო ენის გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში, როგორიცაა ყოველდღიური ცხოვრება, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და სოციალური სფერო. 

იტალიური ენის ინდივიდუალური კურსი

ინდივიდუალური კურსი მორგებულია მსმენელთან შეთანხმებულ სასწავლო პროგრამასა და მეცადინეობის გრაფიკზე და იძლევა საშუალებას, რომ კვალიფიციურ პედაგოგთან შეთანხმებით, აირჩიოთ თქვენთვის საჭირო სასწავლო მასალა და ხელსაყრელი დრო. კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ენის სიღრმისეული შესწავლა ან გაუმჯობესება დადგენილ ვადებში. კურსი გათვლილია ენის ყველა დონეზე მყოფი სტუდენტებისთვის და მისი ფორმატი გთავაზობთ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრებას.

PLIDA -ს გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, ჩააბარონ გამოცდა, დაადასტურონ იტალიური ენის ცოდნა და აიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი PLIDA ჩვენს ოფიციალურად აღიარებულ საგამოცდო ცენტრში. კურსის განმავლობაში განხორციელდება რეალური გამოცდების სიმულაცია ოთხივე უნარის მიხედვით: მოსმენა,  წერა, კითხვა და საუბარი. იმიტირებული ტესტები ასევე სასარგებლოა თითოეული უნარ-ჩვევისთვის გამოცდაზე დროის სწორად გადანაწილების და მართვის თვალსაზრისით. კურსის მიზანია გაეცნოთ გამოცდის ფორმატს, წინასწარ იმუშაოთ სავარაუდო საგამოცდო თემებზე და   ტესტების გამოყენებით შეიმუშაოთ გამოცდის ჩაბარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და სტრატეგიები.

იტალიური ენის კურსი მოზარდებისთვის

კურსი განკუთვნილია 6-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის და როგორც სასწავლო მასალა, ისე სწავლების მეთოდოლოგია მორგებულია მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.  პროგრამა ადრეული ასაკიდანვე ავითარებს ოთხ ლინგვისტურ უნარ-ჩვევას (მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი). კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლება ჩააბაროს გამოცდა ჩვენს აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში და მოიპოვოს PLIDA Juniores საერთაშორისო სერთიფიკატი.

კურსი გათვლილია ენის ყველა დონის მოზარდებისთვის და მისი ფორმატი გთავაზობთ კვირაში ორ გაკვეთილზე დასწრებას.

იტალიური ენის სახალისო კურსი ბავშვებისთვის

კურსი განკუთვნილია 4-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის და სწავლების მეთოდოლოგია მორგებულია სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. კურსის ფარგლებში ბავშვებს უტარდებათ სახალისო გაკვეთილები, ენის სწავლება მიმდინარეობს მეთოდური თამაშების, სიმღერებისა და მულტფილმების მეშვეობით. პროგრამა ადრეული ასაკიდანვე ავითარებს ოთხ ლინგვისტურ უნარ-ჩვევას (მოსმენა, წერა, კითხვა და საუბარი).

გაზიარება: