Blog

დანტე ალიგიერის საზოგადობის ღია კარის დღე: იტალიური ენის მსოფლიო XXIV კვირეულთან დაკავშირებით, 16 და 17 ოქტომბერს იტალიური ენის უფასო გაკვეთილები ჩატარდება.

დანტე ალიგიერის საზოგადოების-თბილისის კომიტეტი 16-17 ოქტომბერს, იტალიური ენის  XXIV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით,  სხვა მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად, ატარებს ღია კარის დღეებს და იტალიური ენის მოყვარულებს ორი დღის განმავლობაში სთავაზობს უფასო გაკვეთილებს თავის ოფისში, სადაც  მოსულ სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იტალიური გარემო.

ღია კარის დღეების ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი უმასპინძლებს ნებისმიერი ასაკისა და წარმოშობის ადამიანს, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა ან ცოდნის გაღრმავება, ისეთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში, როგორიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი „დანტეს კაბინეტია “. იტალიური ენის უფასო, ე.წ. ,,საჩვენებელ გაკვეთილებს“, როგორც დამწყებთათვის, ისე ენის მაღალ დონეებზე  ჩაატარებენ „ დანტეს“ თბილისის კომიტეტის გამოცდილი პედაგოგები,  მსმენელთა საჭიროებების გათვალისწინებით

და ეს ყველაფერი არაა: ღონისძიების ფარგლებში, რომელიც იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ხორციელდება, დაგეგმილია ისეთი აქტივობები, რომლებიც დამსწრეებს დაეხმარება აღმოაჩინონ იტალიური ენის სილამაზე, აგრეთვე, ამ ქვეყნის კულტურისთვის, იტალიელი ხალხისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სითბო და ხიბლი.

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებაში?

დაესწრები იტალიური ენის უფასო, ღია გაკვეთილებს, რაც მშვენიერი შესაძლებლობაა გაეცნო როგორც კვალიფიციურ პედაგოგებთან სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის საჭირო ახალ,  თანამედროვე მეთოდებს, ისე  მიიღო საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის ციფრული პლათფორმის,  Dante.Global-ის, მიერ შემოთავაზებული სიახლეების შესახებ; კიდევ უფრო მეტად გახდები იტალიური ენისა და კულტურის მოყვარული, რადგან  მიიღებ ისეთ  გამოცდილებას, რომელიც სცდება მხოლოდ იტალიური ენის შესწავლით მიღებული სიამოვნების ფარგლებს და საშუალებას გაძლევს ღრმად გადაეშვა ისეთი მდიდარი  იტალიური კულტურის  სამყაროში, რომელსაც დანტე ალიგიერის საზოგადოებამ უწოდა ტერმინი- Italsimpatia. ,,დანტემ“ რომელსაც ახასიათებს ისეთი თბილი, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, სადაც ყოველთვის უფასოდ გიმასპინძლებენ  საინტერესო კულტურულ ღონისძიებებზე, ლიტერატურულ საღამოებზე, კინოფილმების ჩვენებებზე, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოფენებზე; სადაც, აგრეთვე, შეძლებ მრავალფეროვან საინტერესო პროექტსა და კონკურსში მონაწილეობით, შეძლებ სასწავლო სტიპენდიებისა და პრიზების/წოდებების მიღებას.

,,ღია კარის დღეზე“ მონაწილეობის მისაღებად, მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობასა და იტალიური ენის ფლობის დონეს. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, როგორც ცნობისმოყვარე მოზარდს, ისე ნებისმიერი ასაკის ზრდასრულს.

მოდი და აღმოაჩინე, რამდენად საინტერესო და სახალისო შეიძლება იყოს იტალიურის სწავლა და მიეცი საშუალება საკუთარ თავს, შეიგრძნო იტალიური ენისა და კულტურის სილამაზე.

შეხვედრა გაიმართება 16 და 17 ოქტომბერს. ამ ორი დღის განმავლობაში შეძლებ დანტე ალიგიერის საზოგადოების სადღესასწაულო ატმოსფეროში ყოფნას, იტალიური ენისა და კულტურის ასპექტების გაცნობას და, რაც მთავარია,  სასიამოვნო გარემოში ურთიერთობისა და აზრთა გაზიარების კარგი საშუალება მოგეცემა.

მონაწილეობის მისაღებად შეავსე ქვემოთ მოცემული ფორმა:

აირჩიე თარიღი (დააჭირე)(required)

აირჩიე დრო (დააჭირე)(required)

 

როგორ უნდა მოხვიდე ჩვენს ოფისში?

უყურე ვიდეოს youtube-ში:

#SLIM2024 #SettimanadellaLinguaItaliana #LaDante #DanteGlobal #dante #dantetbilisi #societàdantealighieri #corsi #lingua #languagecourses #italian #italianlanguage #learning #italiano #tbilisi #georgia #თბილისი #საქართველო #student #school

გაზიარება: