ნინო ცერცვაძე

,,დანტეს“თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო, რიგით 84-ე კონგრესზე, მოხსენებით გამოვიდა თემაზე ,,როგორ დავაახლოვოთ ახალგაზრდები საერთაშორისო ქსელში მოქმედ კომიტეტებთან: რა სახის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ქსელის სხვადასხვა ტერიტორიაზე”

12 სექტემბერს, რომში დანტე ალიგიერის საზოგადოების 84-ე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე შეეხო ორგანიზაციისთვის ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა, ახალგაზრდების დაახლოვება და ჩართულობა დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელში მოქმედ კომიტეტებთან. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახალი თაობის ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით, რომელსაც თბილისის კომიტეტი თავის…

გაზიარება:

ნინო ცერცვაძეს დანტე ალიგიერის საზოგადოების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა

პროფესორ ნინო ცერცვაძეს 2023 წლის 5 მაისს, რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, აღნიშნული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების დიპლომი და ბრინჯაოს მედალი გადაეცა. დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს, ნინო ცერცვაძეს, საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ, ანდრეა ვინჩენცონიმ, პირადად გადასცა პრესტიჟული ჯილდო. ცერემონიას ესწრებოდნენ დანტე…

გაზიარება: