იტალიის ეროვნულ დღესასწაულთან- რესპუბლიკის დღესთან- დაკავშირებით ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი” 9-20 ივნისს გთავაზობთ კვირეულს სახელწოდებით „LA REPUBBLICA“. კვირეულის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებათა ციკლი, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გაცნობა და გავრცელება. კვირეულის პროგრამაში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად ასახულია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მიერ მთელი სასწავლო წლის მანძილზე განვლილი…
ზღაპარი როგორც კომუნიკაციის ხერხი ,,ჯადოსნური ზღაპარი“ პირდაპირ ასახავს კოლექტიურ გაუთვიცნობიერებულ ფსიქიკურ პროცესს. ერთი შეხედვით თიტქოსდა მარტივ ზღაპრებში აღწერილია ღრმა ფსიქიკური ფენომენები, რომლებიც იმდენად რთული არიან ჩვენი აღქმისთვის, რომ მისი პროექცირება ხდება შორეულ მომავალში. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაციის მქონე უამრავი ზღაპარი, რათა მკითხველი ჩასწვდეს სიღმეს. ზღაპარში ყველაფერი ხდება, სიკეთეც და…
თანამედროვე იტალიური პოეზიისა და იტალიური ენის მოყვარულებს 19 მაისს, 18 საათზე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში“, დაუვიწყარი საღამო ელით იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანისთან, რომელიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავს მისთვის ჩვეული დიდოსტატური მანერით. ღონისძიებას იტალიელ ავტორთან ერთად წარუძღვება ქალბ-ნი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიციალური მთარგმნელი. იტალიის აკრედიტებული საელჩოს მოწვევით პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას…
ანი მამულაშვილის “დანტეს ხელოვნების სკოლიდაში” იმყოფებოდა. სკოლა 6-დან 14 წლამდე მოზარდებს საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს: იტალიური ენის, ფერწერისა და ძერწვის სასწავლო პროგრამა. ასევე არტ-თერაპიის გაკვეთილები, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგი ატარებს.
ვინც ჩაეწერება 25 მაისამდე დაწყებით A1 დონის შემსწავლელ კურსებზე, თვეში გადაიხდის 100 ლარს 120 -ის ნაცვლად და ამ ფასდაკლებით ისარგებლებთ მთელი ზაფხულის განმავლობაში! ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 ადამიანზე! დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ალ. ყაზბეგის 28 ჩიხი/ კ. ქუთათელაძის 6, ტელ: 595 416 116; 2 94 59 53
თბილისი მაისის თვეში მასპინძლობს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც გაიმართება 2015 წლის 18–24 მაისს, საქართველოს მწერალთა სახლში. ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, Eunic –ის (ევროპის კულტურული ინსტიტუციების გაერთიანება) ასოცირებული წევრი-ორგანიზაციის სტატუსით, პირველად იღებს მონაწილეობას ზემოხსენებულ ფესტივალში. საქართველოში აკრედიტებული იტალიის საელჩოს მოწვევით ფესტივალზე იტალიას წარადგენს ცნობილი იტალიელი პოეტი, კლაუდიო პოცანი. 2010 წელს პოეტი…
მოზარდი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფსიქოლოგიური თავისებურებით გამოირჩევა. ეს გამოიხატება არა მარტო მისი ქცევით, არამედ ცოდნის ათვისების სპეციფიკითაც. ყოველი მათგანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მან უნდა გადადგას მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი – განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გააკეთოს სწორი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ იგი მზად იყოს ამისათვის. ამიტომაა მნიშვნელოვანი მისი პიროვნული ჩამოყალიბების პროცესი…
მას შემდეგ, რაც ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ კულტურულ ღონისძიებათა ციკლი ,,შეხვედრა იტალიელთან“ მარტის თვეში მთლიანად მიეძღვნა ქალების თემას, ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ აპრილის თვე დაეთმობა იმ ,,იტალიელ მამაკაცებს“, რომლებსაც მეტ-ნაკლებად იცნობს ქართული საზოგადოება. ჩავატარეთ გამოკითხვა როგორც ჩვენს კომიტეტში, ისე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ბაზრობებსა თუ ქუჩაში გამვლელებთან. ჩვენს მიერ…
სკოლა ” EDULINGUA” გთავაზობთ საგაზაფხულო ფასდაკლებას 2015 წლის 12–დან 24 აპრილის ჩათვლით. გაემგზავრეთ იტალიის ულამაზეს ქალაქ სან–სევერინოში იტალიური ენის კურსებზე 1 ან 2 კვირით და მიიღეთ სპეციალური ფასდაკლება: 1) ერთი კვირა – 448 ევრო 618 ევროს ნაცლად! თანხაში შედის: • იტალიური ენის კუსრები; • ორადგილიანი ოთახი; • 3 ექსკურსია; •…