Blog

ვკითხულობთ დანტეს

ძვირფასო მეგობრებო,

გვაქვს პატივი, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის სახელით,

მოგიწვიოთ, 29 მაისს, 18,00 საათზე, ევროპის სახლში,  დანტეს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

29 ივნისი “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ღონისძიებების კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია”. ამ დღეს უკვე 120 წელია, საზოგადოების მსოფლიო კომიტეტები აღნიშნავენ საგანგებო ღონისძიებებით, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებას ემსახურება.

“დანტეს” თბილისის კომიტეტსა და იტალიის საელჩოს შორის მყარი თანამშრომლობის შედეგად და პირადად იტალიის ელჩის – ანტონიო ენრიკო ბარტოლის შუამდგომლობით, ამ დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას წელს ევროპის სახლი უმასპინძლებს. 29 მაისს პოეტის შემოქმედებას პატივს “ღვთაებრივი კომედიის” საჯარო კითხვით ქართული ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, იტალიის საელჩოს თანამშრომლები და “დანტეს” თბილისის კომიტეტის პედაგოგები მიაგებენ.

Giornata-DA-FACEBOOK-light

თითოეული მათგანი, მშრობლიურ – ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხავს პოემის გამორჩეულ და მათთვის საყვარელ სტრიქონებს. ღონისძიების მონაწილეებს შორის არიან: იტალიის ელჩის მოადგილე – სტეფანო კრეშენცი, მხატვარი ქეთი მატაბელი, მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი; პოეტები: გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი და დრამატურგი დავით გაბუნია.

ღონისძიების დასასრულს, უმბერტო ეკოს, პიერ პაოლო პაზოლინის, ანტონიო ტაბუკისა და სხვა იტალიელი ავტორების შესანიშნავ მთარგმნელს – ხათუნა ცხადაძეს გადაეცემა დანტე ალიგიერის საზოგადოების საპატიო დიპლომი იტალიური ლიტერატურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. საღამოს მუსიკალურად სიმებიანი კვარტეტი “სფორცანდო” გააფორმებს.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მობრძანება

და მოსვლისას, თან იქონიოთ ელექტრონული მოსაწვევი (იხილეთ ბმული)

Giornata-della-Dante-0k-27LIGHT

გაზიარება: