იტალიური ენის საერთაშორისო კურსი და ატესტატი ADA ექსკლუზიურად
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტში”
რა არის ADA?
ADA (ATTESTATO DANTE ALIGHIERI) წარმოადგენს რომის სათავო ოფისის მიერ შემუშავებულ
სასწავლო პროგრამას, რომლის მიხედვითაც ხდება სწავლება საერთაშორისო ქსელში.
ჩვენმა კომიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა გაიარა აკრედიტაცია , რაც პედაგოდგთა მაღალ
პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
რა პრიორიტეტები აქვს ADA–ს?
- “დანტე ალიგიერის საზოგადოების–თბილისის კომიტეტში” ჩაწერისთანავე შენი მონაცემები
განთავსდება PIANO ADA-ს საერთაშორისო ონლაინ ბაზაში და მოგენიჭება პირადი ნომერი და კოდი
- საქართველოდან გაუსვლელად გაივლი ADA-ს კურსს, დააგროვებ კრედიტებს და კურსის (ნებისმიერი
დონის დასრულების) ბოლოს მიიღებ საერთაშორისო ატესტატს – ATTESTATO ADA
- გენიჭება დაგროვილი კრედიტების გადატანის უფლება იტალიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
- ატესტატი ADA აღიარებულია იტალიის მთავრობის მიერ და მას სცნობს ყველა საერთშორისო
დიპლომატიური წარმომადგენლობა (საელჩოები, საკონსულოები და სხვა).
- კურსის სასწავლო პროგრამა გეხმარება ჩააბარო გამოცდა ჩვენს ოფიციალურად აღიარებულ საგამოცდო
ცენტრში და მოიპოვო იტალიური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი PLIDA
- გზას გიკაფავთ იტალიაში ჩვენს პარტნიორ საგანმანათლებლო ცენტრებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
და სწავლის გასაგრძელებლად