იტალიური ენის XXVI მსიფლიო კვირეულის ფარგლებში დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლისთვის იტალიური ენის სწავლების საერთაშორისო პროექტის მეოთხე ციკლს წარადგენს და, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ექსკლუზიურად აჩვენებს დოკუმენტურ ფილმს „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი”.
2026 წლის 19–25 ოქტომბერს იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეული გაიმართება. წლევანდელი კვირეულის თემაა ,,გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“. კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტისDante.global-ს მეოთხე ციკლის პრეზენტაციას წარადგენს. პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო იფისის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით და 2026–2027 სასწავლო წელს ითვალისწინებს იტალიური ენის სწავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ციფრული საგანმანათლებლო პლათფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული პროექტის განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იტალიური ენის უფასო კურსების შეთავაზებას ითვალისწინებს.
წელსაც პროექტის ფარგლებში, ღია კონკურსის მეშვეობით, განხორციელდა 100 მონაწილის შერჩევა განხორციელდა იტალიური ენის ცოდნის A1, A2 და B1 დონეებს სასწავლო პროგრამებზე.
პროექტის მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იტალიურ ენასთან დაახლოებისა და ენობრივი კომპეტენციების ეტაპობრივი განვითარების შესაძლებლობა მისცეს. ამასთან, ინიციატივა ხელს შეუწყობს იტალიური ენის გამოყენებას სწავლისა და პროფესიული განვითარების, საერთაშორისო მობილობისა და კულტურათაშორისი დიალოგის კონტექსტში.
პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ შექმნილი ენობრივ-კულტურული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რაც ციფრული ინსტრუმენტების, მულტიმედიური მასალების და ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენებით, ტრადიციულ სასწავლო მეთოდებს Dante.global-ის მიერ შემოთავაზებულ ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებთან აერთიანებს. ამგვარად, სასწავლო პროცესში ერთმანეთს ერწყმის ტექნოლოგია, ენა და კულტურა.
2026 წლის კვირეულის თემა —,,გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“ — ყურადღებას ამახვილებს იტალიური ენის შემოქმედებით პოტენციალზე და გვთავაზობს მის აღქმას არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებად, არამედ სივრცედ, სადაც იბადება იდეები, იქმნება პროექტები და ყალიბდება ახალი ურთიერთობები. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის თანამშრომლობის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან — იტალიური ენა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ქართველ ახალგაზრდებს და მისი შესწავლა მათთვის კულტურული და პიროვნული განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობისა და ახალი შესაძლებლობების წყაროდ იქცეს.
თუმცა, წლევანდელი ღონისძიება მეტად განსაკუთრებულია.
პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ექსკლუზიურად მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს დოკუმენტური ფილმი „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ („Turandot. L’ultima nota“) — დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის მიერ შექმნილი კინოპროდუქცია.
ფილმის ჩვენება ღონისძიების პროგრამის მნიშვნელოვან კულტურულ ნაწილს წარმოადგენს და ქართველი მაყურებლისთვის უნიკალური შესაძლებლობა იქნება, გაეცნოს იტალიური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ნაწარმოებისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ნამუშევარს.
დოკუმენტური ფილმი მაყურებელს „ტურანდოტის“ ისტორიასა და ჯაკომო პუჩინის უკანასკნელ ოპერასთან დაკავშირებულ რთულ და მრავალშრიან შემოქმედებით პროცესში ამოგზაურებს. ფილმი გვთავაზობს კულტურულ პერსპექტივას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მუსიკას, თეატრს, ისტორიასა და იტალიურ ენას. ყოველივე ეს მაყურებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს „ტურანდოტს“ არა მხოლოდ როგორც საოპერო ნაწარმოების, არამედ მისი შექმნის ისტორიული და შემოქმედებითი კონტექსტის გათვალისწინებით.
ფილმის ჩვენება გაიმართება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. სუბტიტრები თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა, რაც ფილმს ქართული საზოგადოებისთვის უფრო ფართო და ხელმისაწვდომ კულტურულ რესურსად აქცევს და, ამავდროულად, კიდევ უფრო აძლიერებს მის მნიშვნელობას იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
ღონისძიება ერთიან სივრცეში მოაქცევს იტალიური ენის სწავლებასა და იტალიური კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას — სიტყვასა და მუსიკას, განათლებასა და შემოქმედებას. ეს იქნება დღე, რომელიც იტალიურ ენას წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც შესასწავლად შეტავაზებულ ენას, არამედ როგორც მდიდარი კულტურის მატარებელ ცოცხალ მემკვიდრეობას — ენას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ, შევიცნოთ და იდეები გავიზიაროთ.
ღონისძიების შესახებ
თარიღი: სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026 წელი
დრო: 15:00 საათი
ღონისძიება:
იტალიური ენის XXVI კვირეული მსოფლიოში
19–25 ოქტომბერი, 2026
თემა: ,,გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“.
ადგილმდებარეობა:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
ადმინისტრაციული კორპუსი
მერაბ კოსტავას ქუჩა №77, თბილისი
გიორგი ნიკოლაძის დარბაზი, მესამე სართული
ორგანიზატორები
* „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტი
* საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
* საქართველოში იტალიის საელჩო
სპეციალური შეთავაზება:საქართველოში ექსკლუზიურად — დოკუმენტური ფილმის „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ ჩვენება
ფილმის მწარმოებელი: დანტე ალიგიერის საზოგადოება
ფილმის ენა: იტალიური
სუბტიტრები: ქართული, მომზადებული საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით
Altri link:
SPNEWS: https://spnews.io/ge/news-detail/stu-shi-italiuri-enis-26-e-msoflio-kvireulis-farglebshi-saertashoriso-saganmanatleblo-proeqtis-danteglobal-is-meotkhe-tsiklis-prezentatsia-gaimarta1792583330
BUSINESS INSIDER
https://www.businessinsider.ge/Society/stu-shi-italiuri-enis-26-e-msoflio-kvireulis-farglebshi-saertashoriso-saganmanatleblo-proeqtis-dante-global-is-meotkhe-tsiklis-prezentatsia-gaimarta-43387
