სასიამოვნო სიახლე! უფასო იტალიური ენის კურსები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

თუ გსურს იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება ან Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, მაშინ გეძლევა უნიკალური შანსი შენივე უნივერსიტეტში გაიარო იტალიური ენის უფასო საბაზისო კურსი, ჩააბარო საბოლოო გამოცდა და მიიღო საერთაშორისო ატესტატი ADA და სერთიფიკატი PLIDA.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი გთავაზობთ იტალიური ენის საბაზისო კურსის (A1-A2) გავლას 2 სემესტრის განმავლობაში.

აღნიშნული საერთაშორისო პროექტი ხორციელდება 2022-23 სასწავლო წლის განმავლობაში დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ   საგრანტო პროექტში მოპოვებული დაფინანსების (გრანტის) ფარგლებში, რომლის დასახელებაა: ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო დიდაქტიკური ცენტრის ,,დანტეს კაბინეტის“ შექმნა და იტალიური ენის ხარისხიანი და ინტერდისციპლინარული სწავლება“.

საერთაშორისო პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში იტალიის აკრედიტებული საელჩოს თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათაო ოფისის მიერ.

მოპოვებული დაფინანსებით  დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალის, აგრეთვე ADA (დანტე ალიგიერის საატესტაციო ცენტრი) და PLIDA-ს (იტალიური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრი) სერვისის შეთავაზებით, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტიდან 52 (ორმოცდათორმეტი) სტუდენტისთვის იტალიური ენის ეფექტური და ხარისხიანი სწავლების დაფინანსებას.

პროექტი ითვალისწინებს იტალიურის  სწავლებას ენის კომპეტენციის A1 –A2 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში. უფასო კურსზე ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება ეძლევა გახდეს როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის წევრი, ისე ADA-ს (იტალიური ენის საერთაშორისო კურსის) მსმენელი.

იტალიური ენის უფასო კურსზე სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 13 თანამშრომელი !).

 

 

კონკურსის პირობა:

კონკურსის პირველ ეტაპზე მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ლინკზე და მოკლედ ახსნან თუ რა მიზნით სურთ იტალიური ენის შესწავლა  (მაქსიმუმ 200 სიტყვა ქართულ ენაზე);

 

კონკურსის მეორე ეტაპზე გამარჯვებულმა კანდიდატმა კურსის დაწყებისთანავე უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების  საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარებში, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, კურსის მსმენელს ექნება წვდომა როგორც საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ სასწავლო მასალებზე.

 

საგრანტო კონკურსის განხორციელების ვადები

იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2022 წლის 17 ოქტომბერს და დასრულდება 2023 წლის 29 მაისს.

კურსის ხანგრძლივობა

  • 2 აკადემიური სემესტრი, აქედან პირველ სემესტრში მსმენელს ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის ბოლოს იტალიური ენის A2 დონის ცოდნა.
  • კურსზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, სულ: 4 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი).

 

კურსზე დასარეგისტრირებლად ქვემოთ მოცემულ გრაფებში მიუთითე სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამის გრაფაში მოკლდ ჩაწერე კონკურსის პირობით მოთხოვნილი მოტივი ( მაქსიმუმ 200 სიტყვა ქართულ ენაზე).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 5 ოქტომბერის 23:59 საათი.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

info@dantetbilisi.ge , ტელ: 574 52 59 66.

 

თუ გინდა ისწავლო იტალიური ენა უფასოდ და დაგეგმო შენი კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, იჩქარე, სასწავლო კურსზე ადგილები შეზღუდულია!!!

 

 

 

გაზიარება: