Blog

Dantedì 2023

25 მარტს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დიდი იტალიელი პოეტის, იტალიური ენის მამის, დანტე ალიგიერის, დაბადების დღე.

2020 წლიდან, დღესასწაულის ოფიციალურად დაწესების თარიღიდან მოყოლებული, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტი ყოველთვის ენთუზიაზმით მონაწილეობს აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

წლევანდელი პროგრამა ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულთა მიერ „ღვთაებრივი კომედიის“ ყველაზე ცნობილი ქებების იტალიურ და ქართულ ენებზე წაკითხვას.

აღნიშნულ კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პედაგოგები, აგრეთვე ,,დანტეს“ თბილისის კომიტეტის მეგობრები და ზოგადად, იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულები.

აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად შეიქმნება დოკუმენტური  ვიდეორგოლი, რომელშიც დანტეს ცნობილი ქებების კითხვის ფონად გამოყენებული იქნება თბილისის ხედები, ქალაქის, რომელიც დიდ პატივს სცემს ამ უდიდეს პოეტს და რაც მაყურებელს ამოგზაურებს უკვდავი პოეტის მიერ შექმნილი გენიალური პოეზიის ულამაზეს სამყაროში.

ვიდეორგოლის ჩვენება შედგება შაბათს, 25 მარტს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე, ხოლო იტალიური დროით 17:00 საათზე.

Live:  


Promo:

https://youtu.be/_Y6FwZe0jq8?rel=0

გაზიარება:

Leave a Reply