სასიამოვნო სიახლე! უფასო იტალიური ენის კურსები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
კურსზე დასარეგისტრირებლად ქვემოთ მოცემულ გრაფებში მიუთითე სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2026 წლის 06 ოქტომბერი, 20:00 საათი.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
თუ გინდა ისწავლო იტალიური ენა უფასოდ და დაგეგმო შენი კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, იჩქარე, სასწავლო კურსზე ადგილები შეზღუდულია!
უფასო კურსებზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია!
გაფრთხილება:
გამარჯვებულმა კანდიდატმა, კურსის დაწყებისთანავე, უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარში, ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, კურსის მსმენელს ექნება:
ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვის უფლება
ADA-ს საერთაშორისო ატესტატის ქვეყნიდან გაუსვლელად მიღების უფლება
აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობები (სასწავლო სტიპენდიების მოპოვება, დასაქმება და სხვ.)
საერთაშორისო კურსის განხორციელების ვადები
იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2026 წლის 14 ოქტომბერს.
კურსის ხანგრძლივობა და მიზანი
• პირველი სემესტრის ბოლოს მეოთხე ციკლის (2026-27 სასწავლო წელს ჩარიცხულ მსმენელს) ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა;
• კურსებზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათს და პარასკევს 15:30 სთ-დან 16:30 სთ-მდე ან 17:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. სულ: 2 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 1 აკადემიური საათი).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 06 ოქტომბერი, 𝟐𝟎:𝟎𝟎 საათი..
აპლიკანტი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
info@dantetbilisi.ge
