21-27 ოქტომბერს მთელი მსოფლიო საზეიმოდ აღნიშნავს ,,იტალიური ენის XIX საერთაშორისო კვირეულს“, რომლის წლევანდელი თემაა ,,იტალიური ენა სცენაზე“. კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასა“ და ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ თოჯინების ოპერის თეატრის -„მცირე პწკალა“ – სპექტაკლს ,,სევილიელი დალაქი“. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის ქართულენოვანი ტექსტი, რომელსაც წამყვანი იყენებს…
,,დანტეს” თბილისის კომიტეტში კიდევ 2 ახალი, დაწყებითი დონის ჯგუფი შედგა!🇮🇹🇮🇹👏 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე ჩატარდება ღია კარის დღე, მათთვის, ვინც დაინტერესებული იტალიური ენის სწავლით, სადაც გაგაცნობთ პირობებს სწავლების შესახებ დ ვისაუბრებთ ყველა თქვენთვის საინტერესო თემაზე. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.❤
„დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი“ გიწვევთ შეხვედრაზე ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან, რობერტა ბინთან. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება „Famiglia d’Italia”-ს ყოველთვიურ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში სამშაბათს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში. ღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებამ მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია ვენეციის ,,კა’ ფოსკარი“-ს უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისა და როგორც…
ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC (European Union National Institutes for Culture) 24 სექტემბერს ე ნ ე ბ ი ს ე ვ რ ო პ უ ლ ი დ ღ ი ს აღსანიშნავად იწვევს 7-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ბავშვებს ელოდებათ არაჩვეულებრივი ღონისძიებები და პრიზები. კონკურსებში…
ძვირფასო მეგობრებო, გვაქვს პატივი, „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის სახელით, მოგიწვიოთ, 29 მაისს, 18,00 საათზე, ევროპის სახლში, დანტეს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 29 ივნისი “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ღონისძიებების კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია”. ამ დღეს უკვე 120 წელია, საზოგადოების მსოფლიო კომიტეტები აღნიშნავენ საგანგებო ღონისძიებებით, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებას ემსახურება. “დანტეს”…