Blog

„დანტეს დღე“ 2023

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, აღნიშნავს დანტე ალიგიერის საზოგადოების  წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ,,დანტეს დღეს“.

ზემოხსენებული საზეიმო ღონისძიება უკვე 120 წელზე მეტია აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის მქონე კულტურული ასოციაციის- დანტე ალიგიერის საზოგადოების- საქმიანობის წლის შემაჯამებელ მნიშვნელოვან მოვლენას.

წელს თბილისის დანტე ალიგიერის ოფისი ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და თავისი საქმიანობაში მნიშვნელოვან მიღწევებს განსაკუთრებულად საზეიმოდ აღნიშნავს ისეთ პრესტიჟულ  პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოში აკრედიტებული იტალიის საელჩო.

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წყალობით, რომლის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში აკრედიტებული იტალიის საელჩო, წლევანდელი ღონისძიებაზე საზეიმოდ აღინიშნება ისეთი მნიშვნელოვანი ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება, როგორებიცაა:

-დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ოფიციალურად მიერთება საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმა-Dante.Global-თან;

– დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისის დაფინანსებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სივრცეში თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ჰიბრიდული აუდიტორიის შექმნა, რაც საშუალებას აძლევს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს, ისე ყველა მსურველს, შეისწავლოს იტალიური ენა არა მხოლოდ სააუდიტორიო სივრცეში ფიზიკური დასწრებით, არამედ დისტანციურად და ჰქონდეს წვდომა იმ მრავალფეროვან სასწავლო მასალებზე, რომლებიც განთავსებულია აღნიშნულ კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმაზე;

-ზემოაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის საელჩოს პატრონაჟით სტუ-სა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, იტალიური ენისა და კულტურის ახალი სასწავლო ცენტრის ,,დანტეს კაბინეტის“ გახსნა. ცენტრის მიზანია, ევროპულ სტანდარტებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე მორგებული იტალიური ენის სწავლების შეთავაზებითა და ლინგვისტური მხარდაჭერით, სტუ-სა და  იტალიურ, აგრეთვე დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის, უმაღლეს სასწავლებლებს შორის  მჭიდრო აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი კავშირების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება.

მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ ბევრი ახალი პროექტია დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის აკადემიური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები  სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო კუთხეში გააცნობენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, მემორანდუმის წევრი ორგანიზაციების (სტუ-ს,  დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული იტალიის საელჩოს)  საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

2023 წლის „დანტეს დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. ღონისძიებას დაესწრებიან   საქართველოში იტალიის  ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი ენრიკო ვალვო,  ასევე, ქართული აკადემიური, კულტურის, ხელოვნებისა და პოლიტიკური წრეების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმება საქართველოში იტალიის  ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი ენრიკო ვალვო და საზეიმოდ გადასცემს ADA-ს საერთაშორისო კურსის ატესტატებს, სტუ-ს იმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა  დანტე ალიგიერის საზოგადოება_თბილისის კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  უფასოდ გაიარეს  იტალიური ენის A1-A2 დონის კურსები.

რომის სათაო ოფისის წარმომადგენელი, ალესანდრო სალაკონე დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრებს დანტე ალიგიერის საზოგადოების ახალი პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

საზეიმო ღონისძიებას დააგვირგვინებს დანტე ალიგიერის რომის სათაო ოფისის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის „დანტე, პოეტის გადასახლება“  ჩვენება, რომლის ქართული სუბტიტრები განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში იტალიის საელჩოს კონტრიბუციით.

 

პროგრამა:

ღონისძიების თარიღი და ადგილი:

სამშაბათი 2023 წლის 6 ივნისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზი. მისამართი: თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი

  • 17:30 სტუ-ს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიერ ღონისძიების გახსნა და სიტყვით გამოსვლა
  • 17:40 იტალიის ელჩის, მისი აღმატებულება, ბატონი ენრიკო ვალვოს სიტყვით გამოსვლა;
  • 17:50 დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ნინო ცერცვაძის მოკლე საანგარიშო სიტყვა;
  • 18:10 რომის სათაო ოფისის წარმომადგენლის, ალესანდრო სალაკონეს მიერ დანტე ალიგიერის საზოგადოების პროექტების (საერთაშორისო ციფრული პლატთფორმა -global- ის 2023-2024 სასწავლო წლების კურსების, საერთაშორისო პროექტებისა  და ჰიბრიდული აუდიტორიის ფუნქციონირების) მოკლე პრეზენტაცია;
  • 18:20 რომის სათაო ოფისის წარმომადგენლის, ალესანდრო სალაკონეს მიერ, დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის- “დანტე, პოეტის გადასახლება”- პრეზენტაცია;
  • 18:30 დოკუმენტური ფილმის- “დანტე, პოეტის გადასახლება” ჩვენება
  • 19:30 ჯგფური ფოტოს გადაღება რექტორთან, იტალიის ელჩთან და სიტყვით გამომსვლელებთან ერთად (ერთი მეორის მიყოლებით, მოხდება ფოტოს გადაღება იმ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ორ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, ვინც პროექტის ფარგლებში სტუ-ში იტალიური ენის უფასო A1-A2 დონის კურსები ბოლომდე გაიარა, ოფიციალურად ჩააბარა გამოცდა და მიიღო ADA-ს საერთაშორისო ატესტატი); სულ ჯამში 36 მსმენელი.
  • 19:45 ღონისძიების დასასრული

გამოგვყევით

Photo gallery:

გაზიარება:

Leave a Reply