Blog

,,მაკარონის ხელნაკეთობები“ – III გამოცემა

იტალიური სამზარეულოს მე-6 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 2021 წლის 22-28 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ გთავაზობთ შემოქმედებითი კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“- ს რიგით მე-3 გამოცემას.

გამოფენა-კონკურსის პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, 2020 წლის მეორე გამოცემაში, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურად ჩატარდა, 61 ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა. წელს მესამედ ვატარებთ კონკურსს, რომელიც კრეატიულობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის  გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

დარწმუნებული ვართ, რომ კონკურსის მესამე გამოცემა, რომელიც „დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის“ ინიციტივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობითაა ორგანიზებული, გასული წლების მსგავსად წარმატებული და საინტერესო იქნება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ყველა ასაკის ზრდასრულისთვის.

კონკურსი “Opere di Pasta” ღიაა ყველასთვის: იტალიური სამზარეულოს, ენისა და კულტურის მოყვარულებისთვის. ვიწვევთ ყველას, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს და წარმოადგინოს  ნამუშევრები, რომლებშიც ძირითად მასალად გამოყენებულია უმი პასტა (მაკარონი, ვემიშელი, და სხვა).

გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია კულტურის სფეროს, სახელოვნებო წრეებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისაგან.

პრიზების ნუსხა:

I ადგილი-იტალიურ მაღაზიათა ქსელის ჯორჯიტას 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

https://georgita.ge/

(იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)

II ადგილი- იტალიურ მაღაზიათა ქსელის კარპიზას 350 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

 https://www.facebook.com/CarpisaOfficial/

(იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)

III ადგილი–იტალიურ მაღაზიათა ქსელის ოვიესის 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

https://gtexshopso.ge/

(იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)

IV ადგილი – დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ფერწერის კურსი

V ადგილი-დანტე ალიგიერის საზოგადოებათბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ძერწვის კურსი

კონკურსის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება იტალიის დროშის პრინტიანი პირბადით

(იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)

საჯარო ღონისძიებებისთვის შეზღუდვების არარსებობს შემთხვევაში, ფინალისტი ნამუშევრები გამოიფინება ექსპოზიციაზე, რომელიც გაიმართება მსოფლიოში იტალიური სამზარეულოს VI კვირეულის ფარგლებში 2021 წლის 22-28 ნოემბერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინა გამოცემების მსგავსად, კონკურსის ონლაინ ტრანსლაცია გადაიცემა „დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის“ Facebook-ისა და Youtube-ის არხებზე.

ყველა ნამუშევარი, ავტორის სახელის მითითებით, წარმოდგენილი იქნება ონლაინ და გამოქვეყნდება საგანგებო გალერეაში კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე dantetbilisi.ge.

კომპეტენტური ჟიური კენჭს უყრის 15 ნამუშევარს, რომლებიც შემდგომ მონაწილეობას მიიღებენ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებულ ფინალურ საღამოში  ან მულტიმედიურ ინტერნეტ კონკურსში.

პროგრამის შესახებ სიახლეები გამოქვეყნდება ამ გვერდზე პანდემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის ან წესის შესაძლო ცვლილებიდან გამომდინარე.

ინსპირაციისთვის გასული გამოცემის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ფოტო გალერეაში ამ ბმულზე: https://dantetbilisi.ge/ita/opere-di-pasta-2020-mostra-online/

2021 წლის „Opera di Pasta“-ს III გამოცემაში მონაწილეობის წესი:

  • გადაუღეთ ფოტო სმარტფონით თქვენს ნამუშევარს
  • გადმოგვივზავნეთ ჩვენს ოფიციალურ საფოსტო მისამართზე italsimpatia@gmail.com ფოტო, მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება (სტუდენტის შემთხვევაში) და ტელეფონის ნომერი
  • თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 3 განსხვავებული ნამუშევრისა
  • ნამუშევრის ფოტო თანდართული ინფორმაციით უნდა გამოიგზავნოს 2021 წლის 21 ნოემბერის ჩათვლით არაუგვიანეს 18:00 საათისა (თბილისის დროით). შერჩეულ ფინალისტებს შესაძლოა მოეთხოვოს ნამუშევრების მიტანა დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის ოფისში.
  • მონაწილეები მიიღებენ მოწვევას ყველა საჭირო ინფორმაციით ნამუშევრის ფინალურ გამოფენაზე წარსადგენად (იმ შემთხვევაში, თუ გამოფენა ჩატარდება დასწრებით).
  • ჟიური დაკომპლექტდება არაუმცირეს 5 წევრისგან. თითოეული წევრი შეარჩევს 5 გამარჯვებულს ფინალზე დასასწრებად (იმ შემთხვევაში, თუ ფინალი ჩატარდება დასწრებით), შეარჩევს და გამოავლენს 5 საუკეთესო გამარჯვებულ ნამუშევარს რეიტინგის ზრდის მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილის მფლობელი). ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.
  • ნამუშევრის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე italsimpatia@gmail.com გულისხმობს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნამუშევრისა და მისი გამოქვეყნების უფლების გადაცემას, ასევე თანხმობას ავტორის სახელისა და გვარის გამოქვეყნებაზე და მათ გამოყენებას ადგილობრივ მედია საშუალებებში კონკურსის პრომოციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას.

ინსპირაციისთვის 2020 წლის გამოცემის გამარჯვებული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  https://dantetbilisi.ge/ita/opere-di-pasta-2020-mostra-online/

 

ღონისძიების შესახებ სიახლეებს თვალი ადევნეთ აქ:

გაზიარება:

Leave a Reply