ცნობილი გამოფენა-კონკურსი სახელწოდებით ,,მაკარონის ხელნაკეთობები”, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ინიციატივით, იტალიის საელჩოსთან და ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით, წელს უკვე VI გამოცემით, კვლავ აგრძელებს იტალიური კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას მისი ერთ-ერთი სიმბოლოს, უმი მაკარონის მეშვეობით.
გამოფენა-კონკურსმა “Opere di Pasta” შეძლო მიეზიდა ყველა ასაკის დამწყები და პროფესიონალი მხატვრები, იტალიური ენისა და კულტურის მოყვარულები, რათა უმი მაკარონისაგან შეექმნათ ბრწყინვალე ნამუშევრები. აღნიშნულ კონკურში ვიწვევთ ყველას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს და შექმნას დეკორატიული ნახატები, ნაძერწები და მხატვრული ნამუშევრები მაკარონის, როგორც მთავარი მასალის გამოყენებით, რაშიც ქართველი ავტორი პერსონალურ ინტერპრეტაციით ასახავს როგორც იტალიურ ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურებებს, ისე მოახდენს ორი ქვეყნის კულტურული ასპექტების სიმბიოზსს.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები გამოიფინება საზოგადოების წინაშე. ნამუშევრებს ორიგინალობის, კრეატიულობისა და ტექნიკის მიხედვით შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია კულტურის სფეროს, სახელოვნებო წრეებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისგან.
გარდა ამისა, ღონისძიება არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელოვნებით; ის ასევე მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მომენტებს, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს შეისწავლოს იტალიური მაკარონის სახეობები და შეაფასოს ბავშვებისა და მოზრდილების ორიგინალური ნამუშევრები.
შენც მიიღე მონაწილეობა! უმარტივესია!
დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტისა, საქართველოში იტალიის საელჩოს ნაყოფიერი თანამშრომლობის და გენერალური სპონსორის „ჯორჯიტას“ წყალობით, ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ წელსაც წარმატებით გაიმართება აღნიშნული გამოფენა-კონკურსი, რომლის მეშვებით როგორც ბავშვები, ისე მოზარდები და ზრდასრული ასაკის ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში, როგორიცაა იტალიური სამზარეულოს IX მსოფლიო კვირეული.
გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია კულტურის სფეროს, სახელოვნებო წრეებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისგან. წინა გამოცემების მსგავსად, კონკურსის ონლაინ ტრანსლაცია გადაიცემა „დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის“ Facebook-ისა და Youtube-ის არხებზე.
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 2024 წლის 16-დან 22 ნოემბრამდე, კომპეტენტური ჟიურის მიერ კენჭისყრის მეთოდით გამოვლენილი 15 საუკეთესო ნამუშევარი მიიღებს მონაწილეობას საქართველოში იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის თანამშრომლობით ორგანიზებულ ფინალურ გამოფენაში.
ყველა სიახლე, პრიზების ჩამონათვალი, ნამუშევრების ციფრული გალერეა და დაჯილდოების საღამოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოქვეყნდება ამ ვებგვერდზე!
2024 წლის „მაკარონის ხელნაკეთობების“- „Opera di Pasta“-ს VI გამოცემაში მონაწილეობის წესი:
-შექმენით დახვეწილი ნამუშევარი ძირითადად მაკარონის ნაწარმის გამოყენებით. ნამუშევრები, რომლებშიც უმეტესად გამოყენებული იქნება მაკარონი, ვიდრე რკინა, რაიმე მეტალი, პლასტილინი და ა.შ. ისინი მიიღებენ მაღალ შეფასებას.
-გადაუღეთ ფოტო სმარტფონით თქვენს ნამუშევარს.
-გადმოგვივზავნეთ ჩვენს ოფიციალურ საფოსტო მისამართზეitalsimpatia@gmail.com
-ფოტო, მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება და ტელეფონის ნომერი
-თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 2 განსხვავებული ნამუშევრისა
-ნამუშევრების ფოტოები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 2024 წლის 14 ნოემბრის 20:00საათამდე.
-მონაწილეები მიიღებენ მოწვევას ყველა საჭირო ინფორმაციით ნამუშევრის ფინალურ გამოფენაზე წარსადგენად.
– მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით დაიყოფიან 3 კატეგორიად.
I კატეგორია 4-დან 7 წლამდე;
II კატეგორია 8-დან 13 წლამდე;
III კატეგორია 14-დან 99 წლამდე.
ჟიური დაკომპლექტდება არაუმცირეს 5 წევრისგან. ჟიურის თითოეული წევრი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად შეარჩევს თითო კატეგორიიდან თითო ნამუშევარს და შერჩეულ 3 ნამუშევარს მიანიჭებს ქულებს რეიტინგის ზრდის მიხედვით (პირველი, მეორე და მესამე ). ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.
ინსპირაცისთვის, თუ როგორ შექმნათ თქვენი საკუთარი მაკარონის ნამუშევარი, ეწვიეთ ბმულს, სადაც ნახავთ წინა გამოცემების გამარჯვებულების ნამუშევრებს:
რა სახის პრიზებს მიიღებენ გამარჯვებულები?
VI გამოცემისთვის დაწესებულია ძალიან საინტერესო პრიზები! საუკეთესო 15 ნამუშევრის ავტორი (ფინალისტი) 2024 წლის გამართულ ფინალურ საღამოზე იქნება მიწვეული.
2024 წლის საპრიზო სია გამოქვეყნდება ამ გვერდზე რაც შეიძლება მალე.
ამავდროულად, კონკურსში მონაწილეობის სტიმულირებისთვის, აქ არის გასული გამოცემების პრიზების სია! გისურვებთ წარმატებებს!
2023 წლის პრიზების ნუსხა
I ადგილი- იტალიურ მაღაზიათა ქსელის “ოვიესის” 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი; https://gtexshopso.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
1 ადგილი – კატეგორია 1 – 4-დან 7 წლამდე: დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
1 ადგილი – კატეგორია 2 – 8-დან 13 წლამდე: დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
1 ადგილი – კატეგორია 14 წლიდან ზემოთ დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
2022- პრიზების ნუსხა:
I ადგილი – კატეგორია 1 – 4-დან 7 წლამდე: იტალიურ მაღაზიათა ქსელის “ოვიესის” 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი; https://gtexshopso.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- კატეგორია 1 – 4-დან 7 წლამდე: დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
I ადგილი – კატეგორია 2– 8-დან 13 წლამდე: იტალიურ მაღაზიათა ქსელის “ჯორჯიტას” 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი; https://georgita.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- კატეგორია 2– 8-დან 13 წლამდე: დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი.
I ადგილი- კატეგორია 3– 14 წლიდან ზემოთ: „ბაზარი ორბელიანში“ პიცის მომზადების უფასო მასტერკლასი. (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- კატეგორია 3– 14 წლიდან ზემოთ: დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ხატვის და ძერწვის კურსი;
2021- პრიზების ნუსხა:
I ადგილი-იტალიურ მაღაზიათა ქსელის ჯორჯიტას 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი; https://georgita.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
II ადგილი- იტალიურ მაღაზიათა ქსელის კარპიზას 350 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი; https://www.facebook.com/CarpisaOfficial/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
III ადგილი–იტალიურ მაღაზიათა ქსელის ოვიესის 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი; https://gtexshopso.ge/ (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
IV ადგილი – დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ფერწერის კურსი;
V ადგილი-დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელოვნების სკოლის ერთთვიანი ძერწვის კურსი.
კონკურსის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება იტალიის დროშის პრინტიანი პირბადით (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
ყველა მონაწილეს პერსონალიზებული ნიღბები იტალიის დროშით.
2020- პრიზების ნუსხა:
-,, დანტე ალიგიერის საზოგადოების“ იტალიური ენის 2 თვიანი კურსი; (დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელშეწყობით)
– ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“-“Bottega d’Arte”-ს (ხატვა- ფერწერის, ძერწვისა და დაწყებითი იტალიური ენის) 2 თვიანი კურსი. (დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის ხელშეწყობით)
– იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური; (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქუდი; (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთა; (იტალიის საელჩოს ხელშეწყობით)
2019- პრიზების ნუსხა:
– იტალიური ტანსაცმლის ერთ-ერთ ლიდერ მაღაზიათა ქსელის OVS-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
-,,დანტე ალიგიერი საზოგადოების“ იტალიური ენის ADA-ს საერთაშორისო 2 თვიანი კურსის ვაუჩერი;
-,,დანტე“ ხელოვნების სკოლის ,,Bottega d’Arte”-ს 2 თვიანი კურსის ვაუჩერი (კურსში შედის: ხატვა, ძერწვა, ხელოვნების ისტორია და იტალიური ენა);
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ზურგჩანთა;
-იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქუდი;
#SCIM2024 #LADANTEDITBILISI #VIVEREALLITALIANA #ITALSIMPATIA #ITALIANTASTE #OPEREDIPASTA