Blog

იტალიური ენის უფასო კურსები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 90 სტუდენტისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, გაიაროთ იტალიური ენის უფასო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:

– იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება
– Erasmus + გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება
– კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება
– იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის PLIDA-ს მიღება

აღნიშნული საერთაშორისო პროექტი დაწყებულია 2022 წელს და მეორე ციკლის სახით ხორციელდება 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საგრანტო პროექტში მოპოვებული დაფინანსების (გრანტის) ფარგლებში, რომლის დასახელებაა: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ს სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების (მეორე ციკლის) შეთავაზება.“

საერთაშორისო პროექტი ხორციელდება დანტე ალიგიერის საზოგადოებისადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათაო ოფისის მიერ.

პროექტი ითვალისწინებს იტალიურის სწავლებას ენის კომპეტენციის A1 –A2 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში. უფასო კურსებზე, კონკურსის წესით, ჩარიცხულ 90 მსმენელს (სტუდენტს ან თანამშრომელს) საშუალება ეძლევა გახდეს როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის ბარათის მფლობელი წევრი, ისე, ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი.

იტალიური ენის უფასო კურსზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი!).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველი და მეორე ციკლთან დაკავშირებით:

ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, შემოთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მეორე ციკლი სტუ-ს 90 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი), კონკურსში ხელახლა მონაწილეობის მიღება და A2-B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, ვინც 2022-23 სასწავლო წელს პროექტის პირველი ციკლის გავლის შემდეგ უკვე ფლობს იტალიური ენის ცოდნის კომპეტენციას A1 დონეზე მაქსიმუმ 15 მსმენელი, სტუ-ს სტუდენტი ან თანამშრომელი).

იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს ისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ისე სააუდიტორიო სივრცეში დასწრებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსის პირველ ეტაპზე მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მოკლედ ახსნან, თუ რა მიზნით სურთ იტალიური ენის შესწავლა (მაქსიმუმ 100 სიტყვა ქართულ ენაზე);
კონკურსის მეორე ეტაპზე, გამარჯვებულმა კანდიდატმა, კურსის დაწყებისთანავე, უნდა შეიძინოს დანტე ალიგიერის საზოგადოების საწევრო ბარათი, რომლის საფასურია 25 ევროს ეკვივალენტი ლარში, ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული საწევრო ბარათის შეძენის შემთხვევაში, ექნება კურსის მსმენელს
– ADA-ს საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვის უფლება
– ADA-ს საერთაშორისო ატესტატის ქვეყნიდან გაუსვლელად მიღების უფლება
– წვდომა საერთაშორისო ციფრული პლატფორმის BVI Dante.Global-ის საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებულ სასწავლო მასალებზე

საგრანტო კონკურსის განხორციელების ვადები:

იტალიური ენის სასწავლო კურსი დაიწყება 2024 წლის 17 ოქტომბერს და დასრულდება 2025 წლის 29 მაისს.
კურსის ხანგრძლივობა

• 2 აკადემიური სემესტრი, აქედან :
• პირველი სემესტრის ბოლოს მეორე ციკლის (2024-25 სასწავლო წელს ჩარიცხულ) მსმენელს ექნება იტალიური ენის A1 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის დასასრულს იტალიური ენის A2 დონის ცოდნა;
ხოლო პირველი ციკლის (მაქსიმუმ 15) მსმენელს, რომელიც უკვე ფლობს იტალიურ ენას A1 დონეზე, პირველი სემესტრის ბოლოს ექნება იტალიური ენის A2 დონის ცოდნა, ხოლო მეორე სემესტრის დასასრულს იტალიური ენის B1 დონის ცოდნა;
• კურსებზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, სულ: 4 საათი კვირაში (ლექციის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური საათი).

კურსებზე დასარეგისტრირებლად, ქვემოთ მოცემულ გრაფებში კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა მიუთითონ სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამის გრაფაში მოკლედ დაწერონ იტალიური ენის შესწავლის მოტივაცია (მაქსიმუმ 100 სიტყვა ქართულ ენაზე).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 5 ოქტომბერის 23:59 საათი.

აპლიკანტი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დადებით პასუხს დანტე ალიგიერის საზოგადოება- თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
info@dantetbilisi.ge, ტელ: 574 52 59 66

თუ ხარ სტუ-ს სტუდენტი ან თანამშრომელი, გსურს ისწავლო იტალიური ენა უფასოდ, დაგეგმო შენი კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე, იჩქარე და დარეგისტრირდი ზემოთ მითითებულ ბმულზე, სასწავლო კურსზე ადგილები შეზღუდულია!!!

———————————–

DEADLINE EXPIRED ON 05 OCTOBER 2024

გაზიარება:

Leave a Reply