შეგიძლია გახდე დანტე ალიგიერის საზოგადოების ახალგაზრდა ელჩი, თუ უკვე ფლობ (2022-2025 წლების პერიოდში გაცემულ) იტალიური ენის ცოდნის B1 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს – PLIDA, ან დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის B2 დონის კურსის ატესტატს!!!
დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისი
,, დანტეს“ ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს
ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისი, 2025 წლის ფარგლებში უკვე მეორედ, გამოჰყოფს სტიპენდიებს დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის საზღვარგარეთის კომიტეტების სასარგებლოდ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, კომიტეტების წევრებსა და სტუდენტებს, აძლევს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს გამოცდილების მიღება და გაზიარება, რაც დაფუძნებულია იტალიური ენის, კულტურისა და ცხოვრების წესის სიღრმისეულ შესწავლაზე. პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ დანტე ალიგიერის საზოგადოების საქმიანობას, მის სტრუქტურასა და მისიას, რათა შეძენილი გამოცდილებით თავიანთ ქვეყნებში იმოქმედონ როგორც ,,დანტეს“ ახალგაზრდა ელჩებმა.
კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ გამოყოფილი დაფინანსების (სტიპენდიის) მეშვეობით, 2025 წლის 10-19 ნოემბრის პერიოდში, გაიარონ მოსამზადებელი კურსი დანტე ალიგიერის საზოგადოების სათაო ოფისთან არსებულ ქ. რომის იტალიურ სკოლაში.
ვინაიდან,, დანტეს“ საერთაშორისო ქსელის ოფიციალურად აღიარებულ საზღვარგარეთის კომიტეტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსით მითითებულ მოთხოვნებს, უფლება აქვთ, შეარჩიონ ახალგაზრდებს შორის კანდიდატები, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსაც აქვს შესაძლებლობა წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ამ საპატიო წოდების მოსაპოვებლად.
იტალიურ ენაზე კონკურსის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
მოკლე ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
შესაბამისად, დაინტერსებულმა პირებმა საკონკურსო განაცხადი და ქვემოთ მითითებული დოკუმენტაციის ნუსხა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 26 სექტემბრისა.
დანტე ალიგიერის საზოგადოება–თბილისის კომიტეტის შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
t.mamasakhlisi@dantetbilisi.ge
განცხადების განხილვისას უპირატესობა ენიჭებათ იტალიის მოქალაქეობის არმქონე პირებს.
თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტი აუცილებელ მოთხოვნათა გადამოწმების შედეგად, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში შეარჩევს კანდიდატს, მოიწვევს მას გასაუბრებისა და სააპლიკაციო ფორმების შესავსებად, დანტე ალიგიერის საზოგადოების ქ. რომის სათაო ოფისში გაგზავნის მიზნით.
კონკურსის წესდების თანახმად, თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტის გვერდის ავლით, საქართველოს მოქალაქის (კანდიდატის) მიერ დამოუკიდებლად წარდგენილი განცხადება არ მიიღება.
საკონკურსო პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დანტე ალიგიერის საზოგადოების ოფიციალურ ონლაინ პლატფორმაზე და ფლობენ ამ საზოგადოების საწევრო ბარათს.
ასევე, აუცილებელია იტალიური ენის ცოდნის B1 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს ფლობა, რომლის მიღებაც მოხდა 2022-2025 წლების პერიოდში, ან ალტერნატივის სახით, გათვალისწინებულია „დანტეს“ თბილისის კომიტეტის მიერ გაცემული იტალიური ენის B2 დონის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.