Blog

დანტე 2ათას21 – დანტეს გარდაცვალების 700 წლის იუბილე

გენიალური იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, გამართავს   კულტურულ ღონისძიებათა ციკლს “დანტე 2ათას21 – დანტეს გადრაცვალების 700 წლის იუბილე”.

დიდი იტალიელი პოეტის საიუბილეო ღონისძიებას მნიშნველოვანი საზეიმო და კულტურული დატვირთვა აქვს. მისი ჩატარება იგეგმება 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისისთვის.

ღონისძიების ფარგლებში იტალიის საელჩოსთან თანამშორმლობით ოფიციალურად გაისხნება დიდი პოეტის, დანტე ალიგიერის ბიუსტი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი ხელოვანი ჯუმბერ ჯიქია. ბიუსტის შექმნის იდეასა და განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ირაკლი ხუცურაულს, იტალიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილ წარმომადგენელს. ბიუსტი 2017 წელს დაიდგა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის მიმდებარედ.

სიმბოლურია, რომ დანტეს ბიუსტის ოფიციალური ინაუგურაცია სწორედ მის საიუბილეო თარიღს ემთხვევა. როგორც ცნობილია, დანტე 1321 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა და წელს, შვიდი საუკუნის შემდეგ, მოხარულნი ვართ, რომ თბილისი იმ ქალაქების რიცხვშია, რომლებიც დიადი იტალიელი პოეტის ხსოვნისა და  კაცობრიობისთვის მისი კულტურული მემკვიდრეობის ღვაწლის აღსანიშნავად, მრავალრიცხოვან კულტურულ ღონისძიებს მართვავენ მთელ მსოფლიოში.

თბილისში დანტეს ბიუსტის ოფიციალურ ინაუგურაციას დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, თბილისის მერიისა და საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე კულტურისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ  სპეციალურად ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის თბილისს რომიდან პირველად ეწვევა ალესანდრო მაზი, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი,  ცნობილი ჟურნალისტი, ხელოვნების ისტორიკოსი, მე-20 საუკუნის ხელოვნების ექსპერტი და არაერთი ცნობილი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. ღონისძიებას გამორჩეულ ღირებულებას შესძენს საზოგადოების პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდის სტუმრობა, თუ მისი დატვირთული სამუშაო განრიგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ანდრეა რიკარდი საერთაშორისო ასოციაცია „Comunità di Sant’Egidio”-ს დამფუძნებლი და იტალიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ყოფილი მინისტრია.

საიუბილეო ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება: პირველი ნაწილი, როგორ უკვე აღინიშნა, დაეთმობა პოეტის ბიუსტის საზეიმო გახსნას, ხოლო მეორე ნაწილი – სამეცნიერო კონფერენციას თემაზე “დანტე ალიგიერი და „ღვთაებრივი კომედია“ – ევროპული ცივილიზაციის ფესვები და მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური”.  

სამეცნიერო ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს გენიალური პოეტის უდიდესი წვლილი არა მხოლოდ იტალიური და ევროპული, არამედ მსოფლიო კულტურული ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებლისა, რომლის შემოქმედება დღემდე წარმოადგენს შთაგონების უშრეტ წყაროს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში იქნება ეს პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, კულტურა, ფილოსოფია, თეოლოგია და თვით პოლიტიკაც კი.  

მოხსენებებს პოეტის შემოქმედების შესახებ წარმოადგენენ საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, დანტე ალიგიერის საზოგადოების, ასევე საქართველოსა და იტალიის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის საბოლოო ფორმატი და რეგლამენტი ჩამოყალიბების პროცესშია.  

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი,  ნინო ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ,,საქართველოში დანტე და მისი შემოქმედების გვირგვინი – „ღვთაებრივი კომედია“- დღესაც აქტუალურია და ფართო ინტერესის საგანს წარმოადგენს როგორც ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილისთვის, ისე ნებისმიერი მკითხველისთვის და ახალგაზრდებისთვისაც კი, რასაც მოწმობს საუნივერსიტეტო სივრცეში ჩემს მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსისადმი „დანტე და ჩვენ“ სტუდენტების მხრიდან გამოჩენილი ინტერესი. ეს გარკვეულწილად დამსახურებაა მე-20 საუკუნის ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიერ პოემის ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანისა, რომელიც სრულად 1941 წელს გამოიცა”.

დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის საზეიმო აღნიშვნა წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში პოეტის ინტელექტიალური მემკვიდრეობის ფართო წრეებისთვის გაცნობას, იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, განავითარებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და აკადემიურ კავშირებს.

ღონისძიების ზუსტი თარიღი დადგინდება პანდემიით შექმნილი რეალობიდან და ვაქცინაციის პროცესიდან გამომდინარე. ღონისძიება წარიმართება იტალიიდან მოწვეული სახელოვანი სტუმრებისა და მომხსენებლების საჭიროებების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. „მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა ვიმედოვნებ, შევძლებთ დიდი პოეტის  საიუბილეო ღონისძიების ჩატარებას წინასწარ განსაზღვრული ფორმატით, რომელიც წარმოადგენს დასაწყისს დანტე ალიგიერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა იმ ციკლისა, რომელსაც განვაგრძობთ ოქტომბრის თვეში  მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით, კერძოდ „მსოფლიოში იტალიური ენის 21-ე კვირეულისადმი“ მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციით. პოეტის შემოქმედების შესახებ ნაშრომებს აღნიშნულ კონფერეციაზე იტალიური ენის ქართველი ფილოლოგები, იტალიანისტები და სტუდენტები წარმოადგენენ“ – განაცხადა თბილისის კომიტეტის პრეზიდენტმა, ნინო ცერცვაძემ.

ღონისძიების დანტე 2ათას21 დანტეს გარდაცვალების 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამავე საზოგადოების თბილისის კომიტეტის დევიზია “ერთად აღვნიშნოთ გენიალური პოეტის საიუბილეო წლისთავი”.

თვალი ადევნეთ ინფორმაციებს ღონისძიების შესახებ და გაეცანით „თბილისის დანტეს“ სიახლეებს:

გაზიარება:

Leave a Reply

Your email address will not be published.