Blog

იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

იტალიის ეროვნულ დღესასწაულთან- რესპუბლიკის დღესთან- დაკავშირებით ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი” 9-20 ივნისს გთავაზობთ კვირეულს სახელწოდებით „LA REPUBBLICA“.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებათა ციკლი, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გაცნობა და გავრცელება.
კვირეულის პროგრამაში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად ასახულია ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მიერ მთელი სასწავლო წლის მანძილზე განვლილი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების მასალის სინთეზი.
კვირეული გაიხსნება 9 ივნისს იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი მოკლე მულტიმედიური (ვიდეო ფილმისა და ფოტოების თანხლებით) მიმოხილვით და დასრულდება იტალიური ფილმის ჩვენებით „Matrimonio all’Italiana” ( „ქორწინება იტალიურად“ ).
კვირეულის ყურადღება ფოკუსირებულია ოთხშაბათს 11 ივნისს, 19:00 სთ–ზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზზე ( მის.: კ. ქუთათელაძის 6 ), სადაც მოეწყობა ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა. საღამოს ფარგლებში პატარები იტალიური ენის ცოდნის დემონსტრირებას მოახდენენ სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი სიმღერებითა და ლექსებით. ღონისძიებას გააშუქებენ მას მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად გაიმართება მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია.
18 ივნისს ჩატარდება ყოველთვიური კულტურული ღონისძიება “Un Italiano a Tbilisi”, რომლის მსვლელობისას მოწვეულ იტალიელ სტუმართან გაიმართება ინტერაქციული შეხვედრა. სტუმარი ღონისძიების ჩვეულ ფორმატში ისაუბრებს საკუთარ რეგიონზე, საქმიანობაზე, გამოცდილებაზე, მომავალ გეგმებსა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე.
კვირეულის საზეიმოდ დახურვის დღეს, 20 ივნისს, იტალიური ფესტივალის კარი ღიაა ყველასთვის! თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში სასწავლო წლის ბოლოსადმი მიძღვნილი დღესასწაულის ერთად აღსანიშნავად ვიწვევთ იტალიანისტებს, პედაგოგებს, ყოფილ და ახლანდელ სტუდენტებსა და მოსწავლეებს, აგრეთვე ,, დანტეს“ ყველა მეგობარს, რათა ერთად გაატარონ სასიამოვნო და დაუვიწყარი საღამო კარაოკესა და სხვა სიურპრიზების თანხლებით.

Facebook

იტალიის, რესპუბლიკის, დღისადმი, მიძღვნილი, კვირეული

გაზიარება:

Leave a Reply