Blog

კლაუდიო პოცანი – თანამედროვე იტალიური პოეზიისა

თანამედროვე იტალიური პოეზიისა და იტალიური ენის მოყვარულებს 19 მაისს, 18 საათზე ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტში“, დაუვიწყარი საღამო ელით იტალიელ პოეტ კლაუდიო პოცანისთან, რომელიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავს მისთვის ჩვეული დიდოსტატური მანერით. ღონისძიებას იტალიელ ავტორთან ერთად წარუძღვება ქალბ-ნი ნუნუ გელაძე, პოეტის შემოქმედების ოფიციალური მთარგმნელი. იტალიის აკრედიტებული საელჩოს მოწვევით პოეტი კლაუდიო პოცანი მონაწილეობას იღებს საქართველოს მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. პოეტი პირველად 2010 წელს ეწვია თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავისი პოეტური პერფორმანსებით. დამსწრეებს საშუალება ექნებათ თბილ და უშუალო გარემოში შეხვდნენ სტუმრებს, დაუსვან მათ კითხვები როგორც შემოქმედების, ისე მათი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ. საღამო წარიმართება იტალიურ და ქართულ ენებზე. დასწრება თავისუფალია 2015 წლის 19 მაისი, დასაწყისი:18:00 საათი მისამართი: ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“, კალისტრატე ქუთათელაძის ქ. № 6

Dante, Alighieri, Pozzani, Festival, Tbilisi

გაზიარება:

Leave a Reply

Your email address will not be published.