Blog

კორონავირუსის სიმპტომების მქონე იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგი უფასოდ ატარებს იტალიური ენის ონლაინ გაკვეთილებს თბილისის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდასაჭერად!

პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციის მიუხედავად, ,,დანტეს” თბილისი კომიტეტი აგრძელებს თავის საქმიანობას!!!

მარიამ ქაფიანიძის, იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგის, წარმოუდგენელი სოლიდარობა გულს გვითბობს და გვმატებს ენთუზიაზმს!

მარიამ ქაფიანიძე, ჩვენი ყოფილი პედაგოგი, რომელიც 2012 წელს იტალიელზე დაქორწინდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა, არ შეუშინდა ამ დაავადების სიმპტომებს და ენთუზიაზმით შემოუერთდა  თბილისის ,,დანტეს“ კომიტეტის  ონლაინ სწავლების ახალ პროექტს და  ასე შეაქვს თავისი კეთილშობილური წვლილი იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებაში. 14 აპრილიდან დღემდე მარიამი უფასოდ უტარებს იტალიური ენის, კულტურისა და ცივილიზაციის ონლაინ გაკვეთილებს 2 ჯგუფს, რომელიც მისი ინიციატივით თბილისის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებამ“ შეადგინა.

მარიამ ქაფიანიძემ იპოვა ძალა, დასძლია უსიამოვნო  შეგრძნებები  და ამ დაავადებასთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა საუკეთესო პიროვნული თვისებები:  ის მხნეობის უდიდეს მაგალითს აძლევს როგორც თავის მსმენელებს, ისე ჩვენს კოლეგებს და ასე მართლაც დაუჯერებელი წვლილი შეაქვს თბილისის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ საქმიანობაში.

გაზიარება:

Leave a Reply